სოსიედადი-ბარსელონა 1:1 - ლიონელ მესი ხუთმა ფეხბურთელმა ვერ შეაჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ "სოსიედადთან" (1:1) ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"მიმდინარე სეზონში სამი ამოცანა გვაქვს და ერთი მათგანი უკვე შევასრულეთ. ფინალური მატჩების გამოცდილება ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ. ვიცოდით, რომ ფინალში "რეალი" გველოდებოდა და ამიტომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა.

"სოსიედადთან" კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ უკეთესადაც შეგვიძლია თამაში. დრო გვაქვს, რომ მოვუმატოთ. 50-70 წუთის განმავლობაში კარგი ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია და უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო.

ინიესტას ადგილი მოედანზე? ამ ფეხბურთელს ოსტატობა არ დაეწუნება, რომელსაც მოედანზე მოქმედების სრული
თავისუფლება აქვს",
- თქვა მარტინომ.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში "ბარსელონამ" "სოსიედადს" ანგარიშით 2:0 მოუგო და ფინალში მადრიდის "რეალს" შეხვდება. ესპანეთის თასის ფინალი 19 აპრილს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული