ხერარდო მარტინო: ალბათ შეცვლები დავაგვიანე [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ "სოსიედადთან" (1:3) ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მარტინომ მისი გაძევების შესახებ არ ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტი სამწვრთნელო ადგილიდან არბიტრთან კამათის გამო გააძევეს.

"ვფიქრობ, მეტის გაკეთება და მოგება შეგვეძლო. შესაძლოა შეცვლები დავაგვიანე, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მეგონა ლიონელ მესის გოლის შემდეგ, როცა ანგარიში თანაბარი გახდა კიდევ ერთ გოლს გავიტანდით და დავწინაურდებოდით.

რაც შეეხება ჩემს გაძევებას, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. წინ უნდა გავიხედოთ და სიტუაცია უკვე მომდევნო მატჩში გამოვასწოროთ",
- თქვა მარტინომ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია
Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
შეცვლა კი არ დააგვიანე *** სოსიედადმა. ესააა სიმართლე
Beka
15:02 23-02-2014
0
ბრავო მარტინო :D
Fibonacci
13:30 23-02-2014
0

სიახლეები პოპულარული