ფეხბურთელმა ხორვატულ კლუბს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ "ბარსელონაში" გადასვლის დრო დადგა.
ადრე ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლონდონის "არსენალი", "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "ტოტენჰემი" იჩენდნენ.
"ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ ჰალილოვიჩი, სავარაუდოდ, მეორე გუნდში ითამაშებს.
არაოფიციალური მონაცემებით ტრანსფერის თანხად 10 მილიონი ევრო სახელდება, ამას დამატებული 5 მილიონი ევრო, როცა ფეხბურთელი "ბარსელონას" მთავარ გუნდში გადავა.