ესპანეთი. ლა ლიგა. XI ტური: "სამეფო კლუბს" ვერ აჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
* "კორდობას" 42,5 ნახევარი წელია, ლა ლიგაში არ მოუგია.

* სერხიო რამოსმა "რეალის" რიგებში 50-ე გოლი გაიტანა.

* კრიშტიანო რონალდომ გაიტანა ამ სეზონის ყველა შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.

* "ვალენსიამ" პირველად ვერ მოიგო შინ.

მადრიდის "რეალი" მართლაც სუპერფორმაშია - "რეალ სოსიედადთან" და "ატლეტიკოსთან" მიჯრით წაგებულის შემდეგ, აგერ, უკვე 8 ტურია, კარლო ანჩელოტის გუნდი იმარჯვებს და თანაც, საშუალოდ მატჩში 4,6 გოლი გააქვს! ერთპიროვნულ ლიდერს კვლავ ორი ქულით ჩამორჩება "ბარსა", რომლის ლიდერმაც ვერა და ვერ დაამყარა ლა ლიგის გოლეადორის რეკორდი; არადა, მხოლოდ
გოლი რჩება მიზნამდე...

პირველი ძნელია
"კორდობამ" ვერაფრით მოიპოვა სეზონში პირველი გამარჯვება და მეექვსე ფრეს დასჯერდა. ეს გუნდი ლა ლიგიდან 1972 წელს გავარდა და მას მერე ძნელი გზა გამოიარა დასაბრუნებლად, თუმცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვების გემოს გასასინჯად კიდევ მოუწევს მოცდა.

არადა, თითქოს ყველაფერი ანდალუსიელთა სასარგებლოდ იყო "დეპორტივოსთან" შეხვედრაში, მაგრამ მათ ვერც პენალტი გაიტანეს და ვერც ელდერ პოშტიგას გაძევების წყალობით, ერთი საათის განმავლობაში მოპოვებული რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება შეძლეს; მეორე ტაიმში გატანილი კი მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა - 0:0.
"მარკას" რჩეული: ფაბრისიო - 8 ბალი.

ზარამ, ჯერ არაო
"ეს იყო სეზონში "ბარსას" ყველაზე ცუდი მატჩი", - ასე დაახასიათა "ალმერიასთან" 2:1 მოგებული შეხვედრა ლუის ენრიკემ. არადა, ამ მატჩით "ბარსელონამ" ლა ლიგაში ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

73-ე წუთამდე კატალონიური გრანდი მოკრძალებულ ანდალუსიურ გუნდთან ტიევის გოლით აგებდა, თუმცა შემდეგ ნეიმარმა და ჟორდი ალბამ ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნეს. "ბარსამ" მართლაც კატასტროფულად ითამაშა პირველ ტაიმში, თუმცა ნეიმარის, ლუის სუარესის (ორივე საგოლე პასის ავტორი) და ჩავის გამოსვლის შემდეგ ყველაფერი დალაგდა.

ზედიზედ სამი ტურია ვერ გააქვს ლეო მესის. არადა, ტელმო ზარას რეკორდამდე (251 გოლი ლა ლიგაში) ერთი გოლიღა რჩება. ლეგენდარული ბასკის თითქმის 60-წლიან მიღწევას არა და არ სურს დამხობა. ამ შეხვედრაში ლეომ ორჯერ გაარტყა ბურთი ხარიხას.

"კარგია, როცა ცუდად თამაშის შემთხვევაშიც იგებ. მოხარული ვარ, რომ შევძელით მდგომარეობის გამოსწორება. ბევრი გვაქვს სამუშაო. პირველ ტაიმში რას ვაკეთებდით, ახლაც ვერ ვხვდები; უბრალოდ, არ გვქონდა პასუხი "ალმერიას" თამაშზე. შინ სამი ქულით მივდივართ. ასე რომ, მაინც ბედნიერი ვარ", - განაცხადა ლუის ენრიკემ მატჩის შემდგომ.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარს ამ სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი, ერთით მეტი, ვიდრე გასულ სეზონში.
"მარკას" რჩეული: სორიანო (ალმერია) - 8.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტონი საუკეთესო
მადრიდული დერბის წინ კრიშტიანო რონალდომ "სანტიაგო ბერნაბეუს" შარშანდელი სეზონის გოლეადორობისთვის დამსახურებული "ოქროს ბუცი" წარუდგინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წლეულსაც მისი მოპოვების უპირველესი კანდიდატია - მადეირელმა გაიტანა ლა ლიგის 10-ვე შეხვედრაში (1 ტრავმის გამო გამოტოვა) და უკვე 18 გოლი დაუგროვდა. შაბათს რონალდოს ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე პასი იყო.

"რეალმა" უპრობლემოდ, 5:1 დაამარცხა "რაიაო ვალეკანო", ის ერთი გოლიც "ელვებმა" ჯეიმს (ხამეს) როდრიგესის უხეში შეცდომის წყალობით გაიტანეს. ტრავმამოშუშებულმა ბეილმა დაბრუნება გოლით აღნიშნა, სერხიო რამოსმა კლუბში 50-ედ გაიტანა, თავისი გოლები გაიტანეს ტონი კროოსმა და ქარიმ ბენზემამაც. განსაკუთრებით უზადოდ შესრულებული გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონის დარტყმა იყო, რომლისთვისაც ეს პირველი გოლია "სამეფო კლუბის" მაისურით, მარსელომ კი გუნდთან ერთად 150-ედ იზეიმა გამარჯვება.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "დღეს ჩვენ ისეთ გუნდს შევხვდით, რომელსაც თავადაც უყვარს ბურთის კონტროლი და გახსნილი თამაში. კარგად ვიშრომეთ და დიდებულად ვითამაშეთ. ჩემი აზრით, დღეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ტონი კროოსი იყო. ის მაოცებს, ისე მაღალ დონეზე თამაშობს. კროოსს შეტევის თავისუფლება მივეცი, რადგან ამ შემთხვევაში მას კარგად აზღვევს მოდრიჩი. ბეილი და კრიშტიანო რომ მაგრები არიან, ამაში ახალი არაფერია".
"მარკას" რჩეული: კროოსი (რეალი) - 7,5.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მალაგა" არა, "სელტა" შეჩერდა
შაბათს კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა. განსაკუთრებით საინტერესო იყო, განაგრძობდნენ თუ ვერა წარმატებულ სვლას "სელტა" და "მალაგა". ანდალუსიელებმა ეს შეძლეს. "მალაგა" მცველთა შეცდომის გამო აგებდა "ეიბართან", თუმცა ჯერ ხუანმიმ გაათანაბრა, ბოლო წუთებზე კი ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი ამრაბატმა გამოიყენა.
"მარკას" რჩეულები: ამრაბატი (მალაგა) და არუაბარენა (ეიბარი) - 7,5-7,5.

"სელტამ" გოლის გატანა ვერ შეძლო, რაც ამ შეტევითი სტილის გუნდისთვის ცოტა გასაკვირია. არადა, "გრანადას" გოლკიპერი რობერტო ფერნანდესი ხშირად უგუნურად იქცეოდა, თუმცა ბოლოსკენ საოცარი "სეივებიც" აკეთა.
"მარკას" რჩეულები: ლარივეი (სელტა), რობერტო და საქსესი (გრანადა) - 7-7.

"ხეტაფემ" და "ელჩემ" არაფრით გამორჩეული მატჩი გვაჩუქეს, რომელშიც აგრეთვე არ გავიდა გოლი. "მარკას" რჩეული: გუაიტა (ხეტაფე) - 7.

"სევილია" მეკარემ დაღუპა
ძალზე მოულოდნელად დასრულდა შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე", საიდანაც "ლევანტემ" ვალენსიაში ქულა წაიღო, თუმცა გასავარდნ ზონას თავი ვერ დააღწია. ექსბარსელონელმა ტალანტმა ჟერარდ დეულოფეუმ ჩააწოდა და ვიტოლომ თავით გაიტანა, მაგრამ უნაი ემერის გუნდი ვიქტორ კასადესუსმა მატჩის მიწურულს გააწბილა, როცა მეკარე ბეტოს აშკარა შეცდომით ისარგებლა - 1:1.

კვირის სხვა თამაშებში "ესპანიოლი" "ვილიარეალს" დაუზავდა ასეთივე ანგარიშით. გოლები ვერ გაუტანეს ერთმანეთს "ვალენსიამ" და ბილბაოს "ატლეტიკმა".

ლა ლიგა. XI ტური
პარასკევი
7 ნოემბერი
კორდობა-დეპორტივო 0:0
კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - გუნო, ი. ლოპესი, პანტიჩი, კრესპო (12. პინილიოსი) - ლუსო (46. ბორხა), აბელი - ფედე კარტაბია, როსი, ლ. სილვა (69. ჩისკო) - ღილასი
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ლაურე, ლოპო, სიდნეი, კანელია (64. ხ. როდრიგესი) - ვილკი (85. ბერგანტინიოსი), მედუნიანინი (75. ხ. დომინგესი) - ხუანფრანი, კავალეირო, ლუიზინიო - პოშტიგა
შენიშვნა: ფედე კარტაბიამ ვერ გაიტანა პენალტი (17)
გაფრთხილება: ლუსო, ლოპესი, პინილიოსი, პანტიჩი - პოშტიგა
გაძევება: პოშტიგა (29)
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 10-5; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 14-6 (6-2); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 15 643

შაბათი
8 ნოემბერი
ალმერია-ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 ტიევი (37), 1:1 ნეიმარი (73), 1:2 ალბა (82)
ალმერია (4-2-3-1): რუბენი - ხ. ნავარო, ველესი, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა, აზეეზი - თომასი (85. ველინგტონი), სორიანო (68. ჰემედი), ჟონათანი - ტიევი (77. მენდესი)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ადრიანო, მასკერანო, ბარტრა, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (66. ჩავი), რაფინია - პედრო (46. ლ. სუარესი), მესი, ელ ჰადადი (46. ნეიმარი)
გაფრთხილება: თომასი, სორიანო -
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6-18 (2-6); ბურთის ფლობა: 27%-73%.
მაყურებელი: 12 606

ხეტაფე-ელჩე 0:0
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - აროიო, ნალდო, ველასკესი, ესკუდერო - ხ. როდრიგესი, ლასენი - იოდა (70. ბ. დიავარა), სარაბია (56. სამირი), ინესტოსა (46. დ. კასტრო) - ლაფიტა
ელჩე (4-4-2): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, ლომბანი, ალბაკარი - ფახირი (81. ნიგესი), პაშალიჩი, მოსკერა, ვ. როდრიგესი (89. ა. ხიმენესი) - ჟონათასი, კ. ერერა (71. კორომინასი)
გაფრთხილება: ესკუდერო - პაშალიჩი, ალბაკარი, ტიტონი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 16-11 (3-5); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 6 000

რეალი-ვალეკანო 5:1
გოლები: 1:0 ბეილი (9), 2:0 ს. რამოსი (40), 2:1 ბუენო (44), 3:1 კროოსი (55), 4:1 ბენზემა (59), 5:1 რონალდო (83)
რეალი (4-4-2): კ. ნავასი - ნაჩო, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - ბეილი (85. ხ. ერნანდესი), მოდრიჩი, კროოსი, ჯ. როდრიგესი (68. ისკო) - ბენზემა (84. მედრანი), რონალდო
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ. ალვარესი - ტიტო, ზე კაშტრო, ბა, ინსუა (25. ქუინი) - ფატაუ, ტრაშორასი (63. იოსაბედი) - ლიკა, ბუენო, კაკუტა - ლეო ბაპტიშტაო (73. მანუჩო)
გაფრთხილება: - ფატაუ, ტიტო, ლიკა, ქუინი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-15 (11-6); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 76 842

სელტა-გრანადა 0:0
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო (86. ა. ლოპესი), კაბრალი, ს. გომესი (72. ფონტასი), ხონი - კრონ-დელი, რადოია, პ. ერნანდესი (64. ა. ფერნანდესი) - ორელიანა, ლარივეი, ნოლიტო
გრანადა (4-4-2): რ. ფერნანდესი - ნიომი, ბაბენი, მურილიო, ხუან კარლოსი - ფულკიე, იტურა, ფ. რიკო, ა. სისოკო (69. ხ. მარკესი) - კორდობა (60. როჩინა), ელ არაბი (53. ისააკი)
გაფრთხილება: ორელიანა - იტურა, ხუან კარლოსი, რიკო, ნიომი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 17-8 (5-1); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 20 000

მალაგა-ეიბარი 2:1
გოლები: 0:1 არუაბარენა (42), 1:1 ხუანმი (53), 2:1 ამრაბატი (89-პენ)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - მ. ტორესი, ანხელერი, ველიგტონი, ბოკა - ნაჩო კამაჩო, დარდერი (92. რესიო) - სამუელი (62. ორტა), კასტილიეხო, ხუანმი (78. ლ. ალბერტო) - ამრაბატი
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ალბენტოსა, რ. ნავასი, კასტელიანო - ერასტი (91. ლეკიჩი), დ. გარსია - კაპა, არუაბარენა, ბერხონი (73. ნიეტო) - დელ მორალი (57. ლარა)
გაფრთხილება: ბოკა, ორტა, კამაჩო - კასტელიანო, ნავასი, ალბენტოსა
გაძევება: ნავასი (88)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-7 (8-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 22 600

კვირა
9 ნოემბერი
სევილია-ლევანტე 1:1
გოლები: 1:0 ვიტოლო (31), 1:1 ვ. კასადესუსი (80)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე, არიბასი, კარიშო, ტრემულინა (82. ფ. ნავარო) - კრიხოვიაკი, ბანეგა - დეულოფეუ (66. ა. ვიდალი), დ. სუარესი (77. გამეირო), ვიტოლო - ბაკა
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ვინტრა, დ. ნავარო, ხუანფრანი (67. ი. ლოპესი), კარაბელასი - რუბენ გარსია (79. ჩუმეტრა), პ. დიოპი, მ. სისოკო, ივანშიტცი - ვ. კასადესუსი, ბარალი (53. ელ ჟარი)
გაფრთხილება: სუარესი, ბანეგა - ბარალი, ივანშიტცი, ხუანფრანი, მარინიო, სისოკო, ჩუმეტრა
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 15-16 (6-5); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 28 500

ესპანიოლი-ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 მარიო (25), 1:1 კოლოტო (90)
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - ხ. ლოპესი (77. არბილია), კოლოტო, ბაილი, ფუენტესი - ლ. ვასკესი, ვ. სანჩესი, კანიასი, ვ. ალვარესი (46. აბრაამი) - ს. გარსია, კაისედო (60. სტუანი)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, გაბრიელი (46. დორადო), რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი, ტრიგეროსი, ბრუნო, ჩერიშევი (72. პინა) - უჩე (65. ჯოვანი დოს სანტოსი), ვიეტო
გაფრთხილება: ალვარესი, სტუანი, გარსია - ტრიგეროსი, ჩერიშევი, ბრუნო
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 16-25; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 11-9 (4-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 22 000

ვალენსია-ბილბაო 0:0
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, გაია - ანდრე გომეში, ფუეგო - ფეგული (81. ხილი), როდრიგო, პიატი (69. ნეგრედო) - პ. ალკასერი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე, მ. რიკო - უ. ლოპესი (53. ი. გომესი), დე მარკოსი, ვიგერა (78. სოლა) - გილერმო (39. ეჩებარია)
გაფრთხილება: - ბალენსიაგა, იტურასპე
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 8-4 (1-1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 39 600

სოსიედადი-ატლეტიკო 2:1
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (10), 1:1 ველა (15), 2:1 აგირეჩე (82)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, იური (56. ზალდუა) - ბერგარა, გრანერო - ველა (87. ზურუტუზა), ჩაბი პრიეტო, გ. კასტრო (84. ერვასი) - აგირეჩე
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა - არდა თურანი (85. გრიზმანი), გაბი (85. კ. როდრიგესი), მ. სუარესი (54. ანსალდი), კოკე - რ. გარსია, მანჯუკიჩი
გაფრთხილება: იური, ველა - სუარესი, თურანი, ხუანფრანი, სიკეირა, გარსია, კოკე, გაბი
გაძევება: სიკეირა (50)
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11-4 (5-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 22 768
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 18 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - ნეიმარი (ბარსელონა); 7 - კარლოს ბაკა (სევილია), ხოაკინ ლარივეი (სელტა), ლიონელ მესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
21 ნოემბერი:
ბილბაო-ესპანიოლი.

22 ნოემბერი:
ატლეტიკო-მალაგა, ეიბარი-რეალი, ბარსელონა-სევილია, დეპორტივო-რეალ სოსიედადი.

23 ნოემბერი:
რაიო ვალეკანო-სელტა, ლევანტე-ვალენსია, ელჩე-კორდობა, ვილიარეალი-ხეტაფე.

24 ნოემბერი:
გრანადა-ალმერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული