გვარდიოლას თქმით, ეს უკვე ჩავლილი ეტაპია მის ცხოვრებაში.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა "ბარსელონას" 2008-დან 2012 წლამდე წვრთნიდა, "ბაიერნს" კი 2013 წელს ჩაუდგა სათავეში.
ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "ბარსელონამ" სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ ესპანეთის თასი.
"აღარ მინდა "ბარსელონას" გაწვრთნა. ეს უკვე ჩავლილი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. ეს გვერდი უკვე გადავფურცლე. ჩემი ცოლი ბარსელონაში მუშაობს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ქალაქში დავბრუნდე და ვიცხოვრო, მაგრამ ვერ გეტყვით, როდის მოხდება
მომზადებულია Marca-ს მიხედვით