ერიკ აბიდალი "ბარსელონაში" ბრუნდება

AutoSharing Option
ბერძნული "ოლიმპიაკოსის" ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი კარიერის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" აკადემიის დირექტორის თანამდებობის დაკავებას დათანხმდა.

ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი აბიდალს 2016 წლამდე აკავშირებს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ 35 წლის ფეხბურთელს მოთამაშის კარიერის დასრულება დეკემბერში სურს.

შეგახსენებთ, რომ აბიდალმა "ბარსელონაში" ექვსი წელი გაატარა. 2013 წელს კატალონიურმა კლუბმა მას ახალგაზრდულ აკადემიაში ტექნიკურ დირექტორად დასაქმება შესთავაზა, თუმცა ერიკმა კონტრაქტი "მონაკოსთან" გააფორმა, საიდანაც ამ ზაფხულს "ოლიმპიაკოსში" გადაბარგდა.

საფრანგეთის ნაკრებში აბიდალმა 67 მატჩი ჩაატარა და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საფრანგეთი მეორეზე გავიდა 2006 სში და ამას ბრინჯაო რატო მისცეს?
giorgi57
21:57 12-11-2014
0

სიახლეები პოპულარული