ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი აბიდალს 2016 წლამდე აკავშირებს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ 35 წლის ფეხბურთელს მოთამაშის კარიერის დასრულება დეკემბერში სურს.
შეგახსენებთ, რომ აბიდალმა "ბარსელონაში" ექვსი წელი გაატარა. 2013 წელს კატალონიურმა კლუბმა მას ახალგაზრდულ აკადემიაში ტექნიკურ დირექტორად დასაქმება შესთავაზა, თუმცა ერიკმა კონტრაქტი "მონაკოსთან" გააფორმა, საიდანაც ამ ზაფხულს "ოლიმპიაკოსში" გადაბარგდა.
საფრანგეთის ნაკრებში აბიდალმა 67 მატჩი ჩაატარა და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორია.