პიკემ მადლობა გადაუხადა ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვისენტე დელ ბოსკეს ნდობისთვის.
"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩავდივარ ნაკრებში. ჩემთვის პატივია მ გუნდსი გამოსვლა ბოლო 8-9 წლის განმავლობაში. დიდი მადლობელი ვარ დელ ბოსკესი, რომ მენდობა მიუხედავად ჩემი ამჟამინდელი სიტუაციისა "ბარსელონაში". თუმცა ყოველთვის აწმყოთი ვცხოვრობ და მომავლისკენ ვიხედები და არა უკან წარსულში.
არ მგონია, რომ 2-3 გამოტოვებული მატჩი კლუბში მიზეზი იყოს, რომ "ბარსელონა" დავტოვო. "ბარსელონა" ჩემი ცხოვრებაა და არ ვაპირებ ის დავტოვო.
ლუის ენრიკესთან ჩველებრივი ურთიერთობა მაქვს, როგორც ფეხბურთელს და მწვრთნელს შეეფერება. ბოლოს და ბოლოს ის იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო ფეხბურთელები ცდილობენ შეასრულონ ის, რასაც მწვრთნელი გვთხოვს", - თქვა პიკემ.
შეგახსენებთ, რომ პიკემ "ბარსელონაში" რამდენიმ მატჩი დისცპლინის დარღევისთვის გამოტოვა.
აქვე გეტყვით, რომ პიკემ ბელორუსის ნაკრებთან მთელი მატჩი ითამაშა, რომელიც ესპანელებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს.
მომზადებულია Inside Spanish Football-ის მიხედვით