"მე დღევანდელობით ვცხოვრობ. კონცენტრირებული ვარ ამ სეზონზე - მინდა კარგად ვითამაშო და "ბარსელონასთან" ერთად ტიტულები მოვიგო. მერე კი ვნახოთ.
ფეხბურთში ხშირად ყველაფერი თავდაყირა დგება. მითქვამს, რომ "ბარსაში" მსურს კარიერის დასრულება, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს.
მარტო მე რომ მეხებოდეს, აქედან ფეხს არასოდეს მოვიცვლიდი, მაგრამ ახლა მომავალზე ლაპარაკი მიჭირს. მით უფრო, იმის ფონზე, რაც "ბარსელონაში" ხდება", - ავრცელებს "ლა პულგას" კომენტარს არგენტინული პრესა.