ვინ შეცვლის იკერ კასილიასს "რეალში"

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ბანაკში ორი ცუდი ამბავია - პირველი ის გახლავთ, რომ "დეზების" მეკარით, უგო ლორისით მადრიდის "რეალი" დაინტერესდა, მეორეც -კლუბი შესაძლოა, კიდევ ერთი თავდამსხმელის გარეშე დარჩეს.

ამჯერად, საუბარი ემანუელ ადებაიორზეა. თუ "რეალი" ვინმეს შეძენას სერიოზულად გადაწყვეტს, კარგად მოგეხსენებათ, ეს როგორც მთავრდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ლონდონელები ეცდებიან, გარეთ ბეილის არ იყოს, თავიანთი ფეხბურთელი "სამეფო გუნდს" მაქსიმალურად ძვირად მიჰყიდონ.

რაც შეეხება ადებაიორს, მას ბოლო დროს ფანებისადმი კრიტიკული კომენტარის გამო გულშემატკივრებთან ურთიერთობა გაუფუჭდა. მას ბოდიშმაც ვერ უშველა. ამბობენ, ცოტა რთული ხასიათის მქონე ტოგოელს
იდეალურად საქმე არც მწვრთნელთან აქვსო.

თუმცა თუ ადებაიორი წავა და პარალელურად, რობერტო სოლდადოსაც ჰყავს მსურველები... "დეზებს" მხოლოდ ერთი თავდამსმელი, ჰარი კეინი დარჩებათ. ამიტომაც ლონდონელებმა ფორვარდის ძიება უნდა გააგრძელონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული