"რეალმა" ლიონელ მესის ხელფასის სახით 25 მილიონი ევრო შესთავაზა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი "ბარსელონას" ფორვარდის, ლიონელ მესის გადაბირებითაა დაინტერესებული.

პერესმა მესის ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანი წინადადება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბმა" არგენტინელ ფეხბურთელს წელიწადში ხელფასის სახით 25 მილიონი ევრო შესთავაზა. გარდა ამისა, საქმის ამ სცენარით წარმართვის შემთხვევაში კომპანია аdidas-ი მესის სერიოზულ ფინანსურ თანხას ჰპირდება.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მესიმ "რეალში" გადასვლაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ადრე მესიმ თქვა, არ გამორიცხავდა, რომ მომავალში "ბარსელონას" დატოვებდა.

ლიონელის ამ სიტყვებმა უამრავი დებატი გამოიწვია ესპანეთში, თუმცა ლიონელის
მამამ, ხორხემ "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ დააწყნარა და უთხრა, რომ მისი შვილი ბარსელონაში ბედნიერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული