ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური: უნიკალური და განუმეორებელი მესი [VIDEO]

AutoSharing Option
* აქამდე არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია 20 გოლი ლა ლიგის პირველ 12 ტურში. კრიშტიანო რონალდო რეკორდსმენია.

* ლიონელ მესი (253 გოლი) ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორია.

* ლა ლიგის ყველა დროის ბომბარდირები: ლეო მესი - 253; ტელმო ზარა - 251; უგო სანჩესი - 234; რაული - 228; ალფრედო დი სტეფანო - 227.

* ლა კორუნიაში დევიდ მოიესის დებიუტი შედგა ლა ლიგაში.

გოლი გაიტანა, კამერასთან მიიჭრა და შესძახა, ამას შენ გიძღვნი, ჩემი ცხოვრების სიხარულო - გაიზრდება ტიაგო მესი
და იამაყებს, რომ ასეთი მამა ჰყავს, ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი...

გემი-მოჩვენება გამოფხიზლდა
მას მერე, რაც ბილბაოს "ატლეტიკმა" "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა, ბასკური გუნდი მოდრეიფე გემ-მოჩვენებას დაემსგავსა. თუმცა, ცხადი იყო, რომ ასე მუდმივად არ გაგრძელდებოდა და ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა ბოლო 15 შესაძლებლიდან 11 ქულა მიითვალეს.

გოლით და საგოლე პასით გამოირჩა "ესპანიოლთან" შეხვედრაში არიც ადურისი. ამიტომაც "მარკასგან" ყველაზე მაღალი შეფასება - 8 ბალი დაიმსახურა.

სტანდარტულების მეფეები
დიეგო სიმეონეს გუნდის მთავარი იარაღი რომ სტანდარტული მდგომარეობებია, ჩემპიონმა კიდევ ერთხელ "მალაგასთან" დაამტკიცა. კოკეს კუთხური და ტიაგოს თავური - ასე გახსნა "ატლეტიკომ" ანგარიში და კიდევ ორი გოლიც მიაყოლა.

"მალაგამ" მხოლოდ როკე სანტა კრუსის გოლით უპასუხა - 3:1. სიმეონე ხორვატმა ცენტრფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა შეაშინა, მან ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა, თუმცა ექიმები იმედოვნებენ, რომ ხორვატი "ოლიმპიაკოსთან" მატჩისთვის მწყობრში იქნება. "მარკას" რჩეული: არდა თურანი (8 ბალი).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამაყ მეთოფეებთან
"ეიბარს" ბასკ "მეთოფეებს" უწოდებენ, თუმცა თავიანთი ინგლისელი "კოლეგებისგან" განსხვავებით, იპურუელები ნაკლებად ცნობილნი არიან და ისინი ლა ლიგაში პირველად მასპინძლობდნენ მადრიდის "რეალს". "სამეფო კლუბმა", რა თქმა უნდა, დამსახურებულად მოიგო, მაგრამ ისიც აღვნიშნოთ, რომ ოთხიდან 2 გოლი მეტად საკამათო სიტუაციებში გაიტანა.

ტრავმირებულ მოდრიჩს ისკო ცვლიდა და მას ეს კარგად გამოუვიდა (12-ჯერ აართვა მეტოქეებს ბურთი). პირველი გოლის ეპიზოდში მსაჯს ორჯერ უნდა დაეფიქსირებინა თამაშგარე მდგომარეობა, მაგრამ ასე არ მოხდა და ჯეიმს (ხამეს) როდრიგესმაც ახლო მანძილიდან თავით გაიტანა. ამას კრიშტიანო რონალდოს დუბლი და ქარიმ ბენზემას გოლი მოჰყვა. 0:4-ის მიუხედავად, "ეიბარი" ამაყი ტოვებდა მინდორს და სააამისო მიზეზიც ჰქონდა. "მარკას" რჩეული: კარვახალი (8).

კარლო ანჩელოტი (რეალი): "მთელმა გუნდმა დიდებულად ითამაშა, ძალიან კმაყოფილი ვარ. ხედირას და ისკოს შორის ეს უკანასკნელი ვარჩიე და მანაც დიდებულად ითამაშა. ამ პოზიციაზე მას თავისუფლად შეუძლია თამაში. რა თქმა უნდა, იდესმე ჩვენც წავაგებთ, მაგრამ მსურს, ეს შემართება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. "ეიბარი" ძალიან მომეწონა, თუმცა დღეს ჩვენ ყველა ასპექტში ვაჯობეთ მეტოქეს".

კრიშტიანო რონალდოსთვის იპურუა ყამირი იყო, რომელიც მან ისევე დაიპყრო, როგორც პრიმერაში მოთამაშე სხვა გუნდების ქალაქები. "ეიბარი" რიგით 29-ე გუნდია ლა ლიგაში, რომელსაც პორტუგალიელმა გაუტანა. ახლა რონალდოს 20 გოლი აქვს 12 ტურიდან (11 მატჩიდან). ეს, უბრალოდ, ფანტასტიკური შედეგია. სხვათა შორის, კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგაში "რეალი" 50-ედ გაიყვანა და 36-ე მოგება ჩაიწერა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეკორდსმენი მესი
ივან რაკიტიჩმა ყოფილ გუნდს გაუტანა და გოლი არ აღნიშნა, თუმცა ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში მთავარი ამბავი ეს არ იყო - "ბარსამ" "სევილია" 5:1 გაანადგურა, ხოლო ლეო მესიმ ჰეთ-თრიქი მიითვალა. ბასკი ტელმო ზარას რეკორდი - 251 გოლი ლა ლიგაში - 1955 წლიდან მოყოლებული, დაუძლეველი სიმაღლე იყო, თუმცა 21-ე წუთზე ლეომ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო და ლეგენდარულ ბასკს გაუთანაბრდა.

72-ე წუთზე მანვე დასწრებაზე იყოჩაღა, ლა ლიგის ისტორიაში მთავარი ბომბარდირი გახდა და რეკორდი შვილს, ტიაგოს მიუძღვნა. როგორც ვთქვით, მესი ამაზეც არ გაჩერებულა - ჰეთ-თრიქი შეასრულა. "მარკას" რჩეული - მესი (10! ბალი). რა დარჩენია მესის? ისევ ზარას რეკორდის მოხსნა - 1950 წელს "ლეიდას" კარში ბასკმა 6 გოლი გაიტანა...

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ადრეც მითქვამს, რომ არასოდეს შევხვედრივარ ასეთ ფეხბურთელს. ლეო მესი ყველას სჯობს, ვისი თამაშიც მინახავს. მესი უნიკალური და განუმეორებელია. ბედნიერები ვართ, რომ ის "ბარსას" ფეხბურთელია".

ლიონელ მესი (ბარსელონა): "როდესაც ლა ლიგაში პირველი გოლი გავიტანე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ტელმო ზარას მიღწევას გავაუმჯობესებდი. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოიესს უკვე ეჩხუბნენ
ლა კორუნიაში დევიდ მოიესის დებიუტი შედგა "რეალ სოსიედადის" თავკაცის პოსტზე. "დეპორტივომ" ვერაფერი დააკლო ბასკურ კლუბს და მატჩი 0:0 დასრულდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ექსთავკაცს პირველივე თამაშში ეჩხუბნენ - მას ვიქტორ ფერნანდესის ასისტენტი გაექაჩა, რომლის დაშოშმინება მე-4 მსაჯმა ძლივს შეძლო. შოტლანდიელს თავდამსხმელისთვის პასუხი არ გაუცია. "მარკას" რჩეული: ფაბრისიო - 7 ბალი.

დევიდ მოიესი (რეალ სოსიედადი): "არ ვარ კმაყოფილი ფრით, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯებით ჩვენ წინ წავალთ. ინციდენტს რაც შეეხება, არაფერი ვიცი, მე ჩემს ადგილას ვიყავი. მგონი, გაბრაზებული იყო".

დერბი "ბაყაყებისაა"
კვირის თამაშებში "რაიო ვალეკანომ" ალბერტო ბუენოს გოლით "სელტა" დაამარცხა - 1:0. "სიუტატ დე ვალენსიაზე" ვალენსიურ დერბიში "ლევანტემ" 2:1 აჯობა მთავარი გოლეადორის, პაკო ალკასერის გარეშე მოთამაშე "ვალენსიას". ვალენსიის მხარეში კიდევ ორი მატჩი გაიმართა: პირველში "ელჩე" "კორდობას" 2:2 დაუზავდა, არადა, მატჩის მიწურულამდე 0:2-ს აგებდა.

ლა ლიგა. XII ტური
21 ნოემბერი
ბილბაო-ესპანიოლი 3:1
გოლები: 1:0 ადურისი (29), 2:0 ვიგერა (44), 3:0 იტურასპე (78), 3:1 ვ. სანჩესი (84)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - მ. რიკო, იტურასპე - სუსაეტა (69. ბ. ეჩებარია), მუნიაინი (89. უ. ლოპესი), ვიგერა - ადურისი (82. სან ხოსე)
ესპანიოლი (4-1-4-1): კასილია - ხ. ლოპესი (68. არბილია), კოლოტო, ალვარო გონსალესი, ფუენტესი - კანიასი - სტუანი, ვ. სანჩესი, აბრაამ გონსალესი (56. სევილია), ლ. ვასკესი (56. კაისედო) - ს. გარსია
გაფრთხილება: ადურისი - ვასკესი, ლოპესი, სევილია, გარსია
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 9-8 (5-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 28 000

22 ნოემბერი
ატლეტიკო-მალაგა 3:1
გოლები: 1:0 ტიაგო (12), 2:0 გრიზმანი (42), 2:1 სანტა კრუსი (64), 3:1 გოდინი (83)
ატლეტიკო (4-4-1-1): მოია - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ანსალდი - არდა თურანი (87. რ. გარსია), გაბი, ტიაგო, გრიზმანი (82. ნიგესი) - კოკე - მანჯუკიჩი (57. რ. ხიმენესი)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - მ. ტორესი (62. ორტა), ს. სანჩესი, ველიგტონი, ანტუნეში - ნაჩო კამაჩო, დარდერი (74. რესიო) - სამუელი, ხუანმი (86. ლუის ალბერტო), კასტილიეხო - სანტა კრუსი
გაფრთხილება: გრიზმანი, გაბი - სამუელი, კამაჩო, ტორესი, სანჩესი
გაძევება: სამუელი (73), გაბი (88)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 11-4 (5-1); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 44 200

ეიბარი-რეალი 0:4
გოლები: 0:1 ჯ. როდრიგესი (23), 0:2 რონალდო (43), 0:3 ბენზემა (70), 0:4 რონალდო (83-პენ)
ეიბარი (4-2-3-1): ხ. ირურეტა - ბოვედა, ალბენტოსა, ეკიზა, აბრაამი - ერასტი, დ. გარსია - კაპა, არუაბარენა (78. ლეკიჩი), საული (78. ლარა) - დელ მორალი (70. ანხელი)
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი (73. ვარანი), მარსელო - ისკო, კროოსი, ჯ. როდრიგესი (78. ფ. კოენტრაო) - ბეილი, ბენზემა, რონალდო (84. არბელოა)
გაფრთხილება: ირურეტა, არუაბარენა, ერასტი, ალბენტოსა - რამოსი, როდრიგესი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 16-8; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 10-18 (2-8); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 5 859

ბარსელონა-სევილია 5:1
გოლები: 1:0 მესი (21), 1:1 ალბა (47 ს.კ.), 2:1 ნეიმარი (49), 3:1 რაკიტიჩი (65), 4:1 მესი (72), 5:1 მესი (78)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მატიო, ალბა (82. ადრიანო) - ჩავი (77. რაფინია), ბუსკეტსი, რაკიტიჩი - ლ. სუარესი (73. პედრო), მესი, ნეიმარი
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე, პარეხა, კარიშო, ფიგეირაში - ბანეგა, კრიხოვიაკი - ა. ვიდალი (61. დეულოფეუ), დ. სუარესი (61. გამეირო), ვიტოლო - ბაკა (73. ასპასი)
გაფრთხილება: მატიო - კოკე, პარეხა
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 8-21; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 16-2 (10-0); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 72 900

დეპორტივო-სოსიედადი 0:0
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ინსუა - ხ. დომინგესი (46. ვილკი), მედუნიანინი - კავალეირო (83. კუენკა), ხ. როდრიგესი, ლუიზინიო - პოშტიგა (75. ტოჩე)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ელუსტონდო, დე ლა ბელია - ბერგარა, გრანერო - კანალესი (76. ერვასი), ველა, გ. კასტრო (69. პარდო) - აგირეჩე (87. ფინბოგასონი)
გაფრთხილება: ხუანფრანი, მედუნიანინი, ლოპო - ანსოტეგი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 11-17 (4-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 18 521

23 ნოემბერი
ვალეკანო-სელტა 1:0
გოლი: 1:0 ბუენო (20)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ. ალვარესი - ტიტო, ზე კაშტრო, ბა, ნაჩო (56. ქუინი) - ბაენა, ტრაშორასი - ლიკა (74. აკინო), ბუენო (57. მანუჩო), კაკუტა - ლეო ბაპტიშტაო
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - ა. ლოპესი (57. ორელიანა), რადოია, კრონ-დელი (81. შარლესი) - ა. ფერნანდესი (67. პ. ერნანდესი), ლარივეი, ნოლიტო
გაფრთხილება: ნაჩო, ტრაშორასი, ლიკა, ტიტო, ბაენა, ალვარესი - ორელიანა, კაბრალი, ნოლიტო, შარლესი
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-14 (3-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 7 100

ლევანტე-ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 ვ. კასადესუსი (57), 1:1 პარეხო (73), მორალესი (74)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ი. ლოპესი, დ. ნავარო, ვინტრა, კარაბელასი - რუბენ გარსია (72. მორალესი), მ. სისოკო, დიოპი, ივანშიტცი (78. ხუანფრანი) - ვ. კასადესუსი (88. ელ-ჟარი), ბარალი
ვალენსია (4-4-2): დ. ალვეში - ბარაგანი (64. ფეგული), მუსტაფი, ოტამენდი, გაია - ხილი, ფუეგო, ანდრე გომეში, პიატი (64. პარეხო) - ნეგრედო, როდრიგო (80. დე პაული)
გაფრთხილება: სისოკო, დიოპი - მუსტაფი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 20-18; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 10-17 (5-6); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 17 200

ელჩე-კორდობა 2:2
გოლები: 0:1 ფიდელი (12), 0:2 ფედე კარტაბია (60), 1:2 ლომბანი (63-პენ), 2:2 ჟონათასი (75)
ელჩე (4-4-2): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, ლომბანი, სისმა - ფაირი, პაშალიჩი (67. კორომინასი), მოსკერა, ვ. როდრიგესი (85. გ. როდრიგესი) - ჟონათასი, კ. ერერა (76. ხიმენესი)
კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - გუნინო, ი. ლოპესი, პანტიჩი, პინილიოსი - დეივიდი, აბელი (86. გარაი) - ფედე კარტაბია (76. ვიკო), ბორხა (93. კაბალიერო), ფიდელი - ღილასი
შენიშვნა: ჟონათასმა ვერ გაიტანა პენალტი (6).
გაფრთხილება: როკო, ლომბანი, სუარესი - პანტიჩი, პინილიოსი, კარტაბია, ლოპესი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 17-10 (6-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 18 500

ვილიარეალი-ხეტაფე 2:1
გოლები: 1:0 მარიო (38), 2:0 მორენო (43), 2:1 ლასენი (61)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, გაბრიელი, რუისი, ხ. კოსტა - მ. გომესი, ტრიგეიროსი (74. ჯოვანი დოს სანტოსი), პინა, ჩერიშევი (69. კანი) - ვიეტო, მორენო (79. უჩე)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - აროიო, ნალდო, ველასკესი, ესკუდერო - ლასენი, ხ. როდრიგესი (63. მიჩელი) - იოდა, სარაბია (60. სამირი), ინესტოსა (69. ბ. დიავარა) - ლაფიტა
გაფრთხილება: რუისი, მორენო, დოს სანტოსი - სარაბია, ველასკესი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-15 (4-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 19 500

24 ნოემბერი
გრანადა-ალმერია 23:45

ბომბარდირები: 20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - ნეიმარი (ბარსელონა); 10 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 7 - კარლოს ბაკა (სევილია), ქარიმ ბენზემა (რეალი), ხოაკინ ლარივეი (სელტა).

მომდევნო ტური
28 ნოემბერი:
რეალ სოსიედადი-ელჩე.

29 ნოემბერი:
ხეტაფე-ბილბაო, ესპანიოლი-ლევანტე, მალაგა-რეალი, სელტა-ეიბარი.

30 ნოემბერი:
ატლეტიკო-დეპორტივო, სევილია-გრანადა, კორდობა-ვილიარეალი, ვალენსია-ბარსელონა.

1-ლი დეკემბერი:
ალმერია-რაიო ვალეკანო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული