ტელმო ზარას ქალიშვილი: მესის მამაჩემის რეკორდი არ მოუხსნია

AutoSharing Option
ლა ლიგის ყოფილი საუკეთესო ბომბარდირის, ტელმო ზარას ქალიშვილი კარმენი ფიქრობს, რომ მამამისის რეკორდის დამხობაზე საუბარი უსაფუძვლოა, რადგან "ბარსელონას" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ტელმოზე 12 მატჩით მეტი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ "სევილიასთან" (5:1), ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და გატანილი გოლების რაოდენობით ზარას მაჩვენებელს გადაუსწრო, რომელიც 1940-55 წლებში ბილბაოს "ატლეტიკში" გამოდიოდა.

"რეკორდი მაშინ დაემხობა, როცა ვინმე 267 მატჩში 251 გოლს გაიტანს, ხოლო მესის ამისთვის 280 მატჩი დასჭირდა. გარდა ამისა, მამაჩემის ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს. "ატლეტიკის" ვებგვერდზე წერია, რომ მან 251
გოლი გაიტანა, ხოლო სხვა წყაროები 253 გოლს წერენ.

მესიმ ამ ნიშნულს გადაუსწრო, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მან 12 მატჩით მეტი ჩაატარა. დიახ, მას უფრო მეტი გოლი აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები შეცდომას უშვებენ, როცა ამბობენ, რომ მესიმ მამაჩემის რეკორდი დაამხო.

თითოეულ ფეხბურთელს საკუთარი სტილი აქვს. მამაჩემი დიადი ფორვარდი იყო. ის მოაზროვნე ფეხბურთელი იყო. ამასთან ერთად, ბევრი აღნიშნავს, რომ მას ბრწყინვალე ტექნიკა და შესანიშნავი ფიზიკური მომზადება ჰქონდა", - თქვა კარმენმა.

კარმენის აზრით, ტელმო ზარას რეკორდის მოხსნა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს შეუძლია, რომლის ანგარიშზე ლა ლიგის 176 მატჩში გატანილი 197 გოლია.

მომზადებულია Gaol.com-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური: უნიკალური და განუმეორებელი მესი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მამამისის დროს გოლის გატანა გასეირნება იყო ) ტელმოს 15 წელი დაჭირდა და სვენებ-სვენებით თამაშობდა )))))))) ამ ტემპით და ინტენსივობით რომ ევარჯიშა და ეთამაშა - ალბათ მოედანზე მოკვდებოდა ) სად ტელმო და სად მესი - 5 გადაყლაპავს მესი მისნაირს )))))
kakha
16:05 24-11-2014
0
რა ცოდოა ადამიანი,როცა ნებისმიერ მოვლენაში მხოლოდ უარყოფითს ხედავს ...
მესის ქომაგი ვარ,მაგრამ რონალდოც ბრწყინვალე ფეხბურთელია !
აი რონალდინიო კი სხვა მოვლენა იყო,ფეხბურთის კლასიკა :)
daviti007
17:23 24-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული