ფერნანდო ლორენტე: არ ვიტირებ, თუ დელ ბოსკე არ დამირეკავს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე ტრაგედიას არ შექმნის იმის გამო, თუკი ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთის ეროვნულ გუნდში მას კვლავაც არ გამოიძახებს.

ფორვარდის თქმით, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში სტუმრად "მალმიოს" გაუტანა, ის ამ თემაზე დიდად არ ნაღვლობს და აპირებს, თავისი საქმე მშვიდად აკეთოს ტურინულ კლუბში.

"სულ არ ვაპირებ ტირილს, თუკი დელ ბოსკე არ დამირეკავს, - აქვეყნებს ლორენტეს სიტყვებს AS-ი. - არ ვიცი, რას ფიქრობს ჩემზე მწვრთნელი, ვიცი მხოლოდ ის, რომ კლუბში ჩემი საქმე კვლავაც მუხლჩაუხრელად უნდა ვაკეთო".

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა
ლიგა. V ტური: კიდევ სამი საგზური დარიგდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული