მადრიდში "ატლეტიკოს" და "დეპორტივოს" ფანების ჩხუბს მსხვერპლი მოყვა

AutoSharing Option
30 ნოემბერს დილით ტრაგედიით დასრულდა მასობრივი ჩხუბი მადრიდის ქუჩებში "ატლეტიკოსა" და "დეპორტივოს" ფანებს შორის.

9 საათისთვის "ვისენტე კალდერონის" სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე ჩხუბის რამდენიმე კერა გაჩნდა. საერთო ჯამში, 11 ფანი დაშავდა, რომელთაგანაც სამი ცივი იარაღით არის დაჭრილი.

ერთ-ერთი გულშემატკივარი ჩხუბისას მდინარეში გადააგდეს, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

ტრაგედიის მიუხედავად, "ვისენტე კალდერონზე" მატჩი "ატლეტიკოსა" და "დეპორტივოს" შორის დაგეგმილ დროს დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული