ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური: სისხლიანი ტური [VIDEO]

AutoSharing Option
* "სამეფო კლუბის" 112-წლიან ისტორიაში, "რეალმა" პირველად მოიგო ზედიზედ 16 მატჩი.

* ამ ჩემპიონატში პირველად, კრიშტიანო რონალდომ გოლის გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ეს მისი მე-200 გამარჯვება იყო "რეალის" მაისურით.

* ბილბაოს "ატლეტიკმა" ბოლო 15 შესაძლებლიდან 13 ქულა მოიპოვა.

* ტრაგედია მოხდა მადრიდში: "ატლეტიკოსა" და "დეპორტივოს" ფანებს შორის ჩხუბს მსხვერპლი მოჰყვა.

მადრიდის "რეალის" შემჩერებელი არ ჩანს. ეს ვერც "მალაგამ" შეძლო, კარლო ანჩელოტის გუნდს 112-წლიან ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აქვს - ზედიზედ 16 მატჩი მოიგო.

წუხელ ტურის ცენტრალური მატჩი "მესტალიაზე" გაიმართა, სადაც "ვალენსიამ"
"ბარსელონას" უმასპინძლა. თამაშის დასაწყისშივე მცირე ინციდენტი მოხდა ნეიმარსა და ოტამენდის შორის, ბრაზილიელმა მეტოქეს თავი უთავაზა და უთუოდ დაისჯება.

თამაშს დრამატული ფინალი ჰქონდა - 90 წუთი და მსაჯის მიერ დამატებული სამი წუთიც ამოიწურა, თუმცა "ბარსას" კიდევ ერთი შეტევის უფლება მიეცა. მესიმ საჯარიმოში ნეიმარი მოძებნა, რომლის თავური კი მოიგერია დიეგო ალვეშმა, მაგრამ ბუსკეტსის დამატებულს ვერაფერი მოუხერხა - 0:1. გოლის ზეიმისას მესის ტრიბუნიდან ნასროლი რაღაც საგანი მოხვდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დევიდი და კარლიტო
დევიდ მოიესმა "ანოეტაზე", სადაც წესით, კარგა ხანი უნდა გაატაროს, დიდებულად დაიწყო - მისმა ახალმა გუნდმა ულაპარაკოდ აჯობა "ელჩეს", ხოლო მექსიკელმა კარლოს ველამ ძველი დრო გაიხსენა და თავი ჰეთ-თრიკით გამოიჩინა. ორი გოლი მან კარლოს მარტინესის ჩაწოდებებით გაიტანა, ხოლო ერთხელ ასისტენტობა კაპიტანმა ჩაბი პრიეტომ გასწია.

მოკლედ, "ჩური ურდინი" გამოფხიზლდა. ეს სიმპათიური გუნდი მართლა არ გვემეტებოდა აუტსაიდერობისთვის. "რეალ სოსიედადმა" მატჩის დასაწყისშივე დაკარგა ტრავმის გამო ცენტრფორვარდი იმანოლ აგირეჩე. მატჩის გმირმა ველამ "მარკასგან" 9 ბალი მიიღო. კარლიტომ ლა ლიგაში 50 გოლი გაიტანა (აქედან 3 "ოსასუნას" მაისურით).

"ლომები" აღარ ხუმრობენ
ერნესტო ვალვერდეს გუნდი აღარ ხუმრობს - "ბილბაომ" სტუმრად "ხეტაფე" დაამარცხა - 2:1. გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა ბენიატმა, რომლის კუთხურსაც სან ხოსეს თავური მოჰყვა, მატჩის ბოლო წუთზე კი მან ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა. მადრიდელებმა ერთი კი გაიბრძოლეს, მაგრამ ქულა ვეღარ იხსნეს. ბოლო 15 შესაძლებლიდან ბასკებმა 13 ქულა მოიპოვეს. "მარკას" რჩეული ბენიატია 8 ქულით.

გამარჯვება ყანაში
"ესპანიოლმა" თამაში შემოაბრუნა - კატალონიური გუნდი "ლევანტესთან" აგებდა, მაგრამ კაისედოსა და სერხიო გარსიას მოწადინებით 2:1 იმარჯვა. შეხვედრას ფეხბურთი ნაკლებად ერქვა, რადგან კოკისპირულმა წვიმამ "კორნელია ელ პრატის" მინდორი ყანას დაამსგავსა. "მარკას" რჩეულები: სერხიო გარსია (ესპანიოლი) და დავიდ ბარალი (ლევანტე) - 8-8 ბალი.

"რეალის" სერია გაგრძელდა, რონალდოსი შეწყდა
"რეალის" ერთი სერია გაგრძელდა, ერთიც შეწყდა - კარლო ანჩელოტის გუნდმა ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ 16-ჯერ მოიგო. ასეთი რამ კი "სამეფო კლუბის" ისტორიას არ ახსოვს.

აი, კრიშტიანო რონალდომ კი ამ ჩემპიონატში პირველად ვერ გაიტანა - ის მე-12 მატჩს ატარებდა (ერთი ტრავმის გამო გამოტოვა), მაგრამ 20 გოლს ვერაფერი შეჰმატა, თუმცა შავ ფორმაში გამოწყობილ "რეალის" პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ცუდად ნამდვილად არ უთამაშია - მის ანგარიშზე ორი საგოლე პასია. რონალდომ ჯერ ქარიმ ბენზემას გაატანინა, შემდეგ - გარეთ ბეილს. "რეალმა" "მალაგასთან" მატჩი 10 კაცით ჩაამთავრა, ისკო გააძევეს, ბოლოს კი როკე სანტა კრუსმა კასილიასის კარის ბადე შეარხია.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ძალიან გახარებული ვარ რეკორდით. ვამაყობ, რომ ამ ფანტასტიკურ გუნდს ვწვრთნი. როცა ჩემი ფეხბურთელები თავს თავდადებულად იცავდნენ, ეს დიდებული იყო. "ლა როსალედაზე" თამაში ყოველთვის ძნელია. "მალაგა" ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც აშკარად აქვს მომავალი".

"მარკას" რჩეულები: კარლოს კამენი (მალაგა) და ქარიმ ბენზემა - 7,5-7,5 ბალი.

Sportall.Ge

ბასკური ტური
მე-13 ბასკური ტური გამოდგა - "რეალ სოსიედადისა" და "ბილბაოს" შემდეგ, იმარჯვა კიდევ ერთმა ბასკურმა გუნდმა - "ეიბარმა". "მეთოფეებმა" ვიგოში "სელტა" მანუ დელ მორალის გოლის წყალობით დაამარცხეს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შეხვედრაში გალისიელებს უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. "სელტაზე" უარყოფითად იმოქმედა "კამპ ნოუზე" გამარჯვებამ - მას მერე სამი თამაშია, გალისიურ კლუბს გოლი ვერ გააქვს.
"მარკას" რჩეული: ჩაბი ირურეტა (ეიბარი) - 6,5 ბალი.

"ატლეტიკო" სტანდარტულად იგებს
"ატლეტიკო" სტილს არ ღალატობს - დიეგო სიმეონეს გუნდმა კვლავ სტანდარტული მდგომარეობების წყალობით მოიგო. ჯერ საჯარიმოს მოჰყვა საულის თავური, მეორე ტაიმში კი კუთხურს - არდა თურანის გასროლა. ვფიქრობთ, ამ კომპონენტში დღეისათვის "ატლეტიკოს" მსოფლიოში ვერც ერთი კლუბი შეედრება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში "ატლეტიკომ" მესამედ მოიგო საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვირის სხვა მატჩებში გამოვყოფთ ანდალუსიურ დერბის - "სანჩეს პისხუანზე" "სევილიამ" 5:1 გაანადგურა "გრანადა", ხოლო კოლუმბიელმა ფორვარდმა კარლოს ბაკამ დუბლი შეასრულა.

ლა ლიგა. XIII ტური
28 ნოემბერი
სოსიედადი-ელჩე 3:0
გოლები: 1:0 ველა (3), 2:0 ველა (31), 3:0 ველა (53)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - კ. მარტინესი, ელუსტონდო, ანსოტეგი, დე ლა ბელია - ბერგარა, გრანერო - ველა (87. გ. კასტრო), ჩაბი პრიეტო, კანალესი (71. პარდო) - აგირეჩე (8. ფინბოგასონი)
ელჩე (4-4-2): ტიტონი - დ. სუარესი, ლომბანი, პელეგრინი, სისმა - ფაირი (46. გ. როდრიგესი), ადრიანი, მოსკერა (76. ანხელი), ვ. როდრიგესი - ჟონათასი, ერერა (60. კორომინასი)
გაფრთხილება: ანსოტეგი, კანალესი - ადრიანი, გ. როდრიგესი, ვ. როდრიგესი, სისმა
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-13 (8-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 17 000

29 ნოემბერი
ხეტაფე-ბილბაო 1:2
გოლები: 0:1 სან ხოსე (36), 0:2 ბენიატი (90), 1:2 ლაფიტა (91)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - აროიო, ნალდო, ველასკესი, ესკუდერო - მიჩელი, ლასენი - სარაბია, სამირი (54. ლაფიტა), დ. კასტრო (59. ინესტროსა) - პ. დიავარა (71. პ. ლეონი)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, სან ხოსე, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე, მ. რიკო (73. გურპეგი) - უ. ლოპესი (66. ი. გომესი), ბენიატი (91. მორანი), მუნიაინი - ადურისი
გაფრთხილება: მიჩელი, დიავარა, სარაბია, ნალდო, ველასკესი, ესკუდერო, აროიო - მუნიაინი, რიკო, ბალენსიაგა, ლაპორტი, სან ხოსე
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 14-8 (7-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 8 100

ესპანიოლი-ლევანტე 2:1
გოლები: 0:1 მორალესი (12), 1:1 კაისედო (19), 2:1 ს. გარსია (35)
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - არბილია, კოლოტო, ბაილი, ფუენტესი - ლ. ვასკესი (აბრაამი), ვ. სანჩესი, კანიასი, სევილია (ა. გონსალესი) - ს. გარსია, კაისედო (სტუანი)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ი. ლოპესი, დ. ნავარო, ვინტრა, კარაბელასი (ტონიო) - მორალესი, პ. დიოპი, მ. სისოკო (სიმაო), ივანშიტცი (ელ ჟარი) - ვ. კასადესუსი, ბარალი
გაფრთხილება: კანიასი, არბილია - ივანშიტცი, ნავარო, ბარალი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 21-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-16 (4-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 12 723

მალაგა-რეალი 1:2
გოლები: 0:1 ბენზემა (18), 0:2 ბეილი (83), 1:2 სანტა კრუსი (92)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ს. სანჩესი (ანხელერი), ველიგტონი, ბოკა - რესიო (ხუანპი), დარდერი - სამუელი, კასტილიეხო, დუდა (ორტა) - სანტა კრუსი
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი (ვარანი), პეპე, ს. რამოსი, მარსელო - ისკო, კროოსი, ჯ. როდრიგესი - ბეილი (ხ. ერნანდესი), ბენზემა (ილიარამენდი), რონალდო
გაფრთხილება: დარდერი, ველიგტონი - კროოსი, ისკო, მარსელო
გაძევება: ისკო (86)
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 12-21 (7-9); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 29 025

სელტა-ეიბარი 0:1
გოლი: 0:1 დელ მორალი (30)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო (73. შარლესი), კაბრალი, ფონტასი, ხონი (84. პლანასი) - ა. ლოპესი, რადოია (63. ა. ფერნანდესი), კრონ-დელი - ორელიანა, ლარივეი, ნოლიტო
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ალბენტოსა, რ. ნავასი, ლილიო - დ. გარსია, დ. ბოატენგი - კაპა (86. ანხელი), დელ მორალი (81. ერასტი), საული (44. აბრაამი) - არუაბარენა
გაფრთხილება: ლარივეი, ლოპესი, ფონტასი, ფერნანდესი - საული, კაპა, ლილიო, აბრაამი, არუაბარენა
კუთხური: 15-1; ჯარიმა: 10-21; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 29-8 (9-2); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 23 000

30 ნოემბერი
ატლეტიკო-დეპორტივო 2:0
გოლები: 1:0 საული (42), 2:0 არდა თურანი (55)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ანსალდი - კოკე, ტიაგო, საული (66. კ. როდრიგესი), არდა თურანი - მანჯუკიჩი (58. რ. ხიმენესი), გრიზმანი (75. ჩერჩი)
დეპორტივო (5-3-2): ფაბრისიო - ხუანფრანი (ლაურე), დიაკიტე, სიდნეი, ინსუა, ლუიზინიო - ხ. როდრიგესი, ვილკი, მედუნიანინი (63. კუენკა) - პოშტიგა, კავალეირო (77. ტოჩე)
გაფრთხილება: მანჯუკიჩი, ხ. ხიმენესი - ხუანფრანი, ინსუა
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-3 (4-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 45 000

სევილია-გრანადა 5:1
გოლები: 1:0 ბაკა (24), 1:1 ელ-არაბი (42-პენ), 2:1 ბანეგა (65), 3:1 ბაკა (79), 4:1 მბია (89), 5:1 გამეირო (92)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - ა. ვიდალი, პარეხა, კარიშო, ფიგეირაში - კრიხოვიაკი, მბია - დეულოფეუ (63. რეიესი), ბანეგა (76. დ. სუარესი), ვიტოლო - ბაკა (86. გამეირო)
გრანადა (4-3-3): რობერტო - ფულკიე, ბაბენი, მურილიო, ხუან კარლოსი - ფ. რიკო, იტურა, მარკესი (14. ედი) - პიტი (83. ისააკი), ელ-არაბი, ა. სისოკო (68. კორდობა)
გაფრთხილება: კრიხოვიაკი - პიტი, რობერტო
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 18-20; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 13-9 (8-4); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 30 347

კორდობა-ვილიარეალი 0:2
გოლები: 0:1 ვიეტო (24), 0:2 უჩე (70)
კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - კამპაბადალი, ი. ლოპესი, ბუზონი (46. ეკენგი), პინილიოსი - დეივიდი, აბელი - ფედე კარტაბია, ბორხა (85. კაბალიერო), ფიდელი (59. ფედე) - ღილასი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, გაბრიელი, რუისი, მარინი - რუკავინა (78. ტრიგეროსი), ჯონათან დოს სანტოსი, ბრუნო, ჩერიშევი (71. ხ. კოსტა) - ვიეტო, მორენო (63. უჩე)
გაფრთხილება: დეივიდი, ლოპესი - ვიეტო, ჩერიშევი
კუთხური: 9-8; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11-10 (2-7); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 17 000

ვალენსია-ბარსელონა 0:1
გოლი: 0:1 ბუსკეტსი (94)
ვალენსია (4-3-3): დიეგო ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, გაია - პარეხო (84. პიატი), ფუეგო, ანდრე გომეში - ფეგული, ნეგრედო (82. ალკასერი), როდრიგო (72. დე პაული)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მატიო (69. რაკიტიჩი), ალბა - ჩავი (80. რაფინია), ბუსკეტსი, მასკერანო - ლ. სუარესი (80. პედრო), მესი, ნეიმარი
გაფრთხილება: ბარაგანი, მუსტაფი, როდრიგო - მატიო, პიკე, ალბა, მესი
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 12-12 (4-3); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 44 600

1-ლი დეკემბერი
ალმერია-ვალეკანო 23:45

ბომბარდირები: 20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - ნეიმარი (ბარსელონა); 10 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - კარლოს ბაკა (სევილია); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

მომდევნო ტური
6 დეკემბერი:
ელჩე-ატლეტიკო, ბილბაო-კორდობა, რეალი-სელტა, დეპორტივო-მალაგა

7 დეკემბერი:
რაიო ვალეკანო-სევილია, ბარსელონა-ესპანიოლი, ვილიარეალი-რეალ სოსიედადი, გრანადა-ვალენსია

8 დეკემბერი:
ეიბარი-ალმერია, ლევანტე-ხეტაფე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული