15:13 04-12-2014
ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი - "სევილიას" თავდამსხმელმა სამი გოლი 4 წუთში გაიტანა [VIDEO]
AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ სეგუნდა დივიზიონის "საბადელის" მთავარ მწვრთნელად თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი ალექს გარსია ახლახან დაინიშნა. რაც შეეხება მატჩს, ის "სევილიას" გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.
ამით ასპასმა "ლივერპულის" ლეგენდარული ფორვარდის, რობი ფაულერის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 1994 წელს "არსენალის" კარში სამი ბურთი შეაგდო, თუმცა მაშინდელ ჰეთ-თრიქს 33 წამით მეტი დრო დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ იაგო ასპასმა, ფაქტობრივად, თანაკლუბელის რეკორდი დაამხო, რამდენადაც ესპანურ კლუბში ის იჯარის წესით გამოდის, ფორვარდზე უფლებებს კი სწორედ "ლივერპული" ფლობს.
მიმდინარე სეზონში ასპასმა "სევილიას" ღირსება ყველა ტურნირის 12 მატჩში დაიცვა და 7 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, აქედან ექვსი სწორედ თასის გათამაშებაზე მოდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული