კოპა დელ რეი. 1/16-ფინალი: ასპასის უნიკალური რეკორდი

AutoSharing Option
ამ ეტაპის პირველ შეხვედრაში ძალზე იოლად იმარჯვა "ბარსელონამ", რომელმაც ექსპერიმენტული შემადგენლობითაც 4:0 დაამარცხა სტუმრად "უესკა". გოლები ივან რაკიტიჩმა, ანდრეს ინიესტამ, პედრომ და რაფინიამ გაიტანეს. ახლა ლუის ენრიკეს თავისუფლად შეუძლია ციცქნა მეტოქეს "კამპ ნოუზე" კიდევ უფრო გადახალისებული შემადგენლობა დაახვედროს. ამ შეხვედრაში "ბარსელონას" პირველ გუნდში ედგარ ლეს დებიუტი შედგა. ის პირველი გვინებისაუელია "ბარსელონაში". ინიესტა კი გახარებულია, რომ ტრავმა მოირჩინა და გოლიანი დაბრუნებაც გამოუვიდა. შესაძლოა, მან უკვე დერბიშიც მოსინჯოს ძალები.

***
საარაკო ამბავი მოხდა "საბადელისა" და "სევილიას" შეხვედრაში. თბილისის "დინამოს" ყოფილმა თავკაცმა ალექს
გარსიამ დებიუტი "საბადელში" ჩააფლავა, 1:5 წააგო. საარაკო კი იაგო ასპასის მიღწევაა, მან კატალონიელთა კარში ჰეთ-თრიკი 4 წუთში გაიტანა. ეს ჰეთ-თრიკი უფრო სწრაფია, ვიდრე რობი ფაულერის ლეგენდარული მიღწევა 1994 წელს, როცა "ლივერპულის" ფორვარდმა "არსენალს" სამი გოლი 4,5 წუთში გაუტანა. რა თქმა უნდა, მასშტაბები სულ სხვაა, მაგრამ არც იაგოს მიღწევაა ურიგო, თანაც, უფრო სწრაფია. შეგახსენებთ, რომ ასპასიც ლივერპულელია, უბრალოდ, იჯარით თამაშობს "სევილიაში", ეს კი მართლაც დიდებული დამთხვევაა. "სევილიამ" საპასუხო მატჩი ჩაატარა და ორი შეხვედრის ჯამში 11:2 მოიგო. ასპასმა პირველ შეხვედრაშიც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული