ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტურის წინ: უთანასწოროთა დერბი

AutoSharing Option
ევროპულ კლუბებს დასასვენებლად სუსხიან დეკემბერშიც კი არ სცალიათ: პრიმერას მოწინავე გუნდები ევროთასებზე, ჩემპიონატში და ესპანეთის თასზე ხშირად, 3-4 დღიანი შუალედით იბრძვიან.

აი, სწორედ ასეთ ტემპში უნდა გამოჩნდეს უკეთესად მომზადებულის უპირატესობა.

ჯერჯერობით კი მჯობნის მჯობნი "სამეფო კლუბია". მაგრამ ტურის მშვენება წესით, ბარსელონური დერბი უნდა იყოს.

ლუის ენრიკე VS სერხიო
როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს "ესპანიოლი", ბარსელონას დერბი მაინც ძალიან საინტერესო დაპირისპირებაა და ასე იქნება ახლაც - კვირას ლუის ენრიკეს მე-2 ადგილზე მყოფი "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" სერხიო გონსალეს სორიანოს "ესპანიოლს" მასპინძლობს, რომელიც მე-12
ადგილზეა და მეტოქეზე 17 ქულით (!) ნაკლები აქვს.

როგორც ხვდებით, გუნდები სხვადასხვა პლანეტაზე არიან და მაინც...

13 წლის წინათ ლუის ენრიკე და სერხიო ერთმანეთს ასევე გადაეყარნენ... როგორც ფეხბურთელები. 1998 და 2001 წლებს შორის ეს ორი ადამიანი ერთმანეთს 8-ჯერ შეხვდა, 3-ჯერ ლუის ენრიკე გამოვიდა გამარჯვებული, ხოლო 4-ჯერ ყაიმზე გაიყარნენ, ერთადერთხელ გონსალესმაც გაიხარა.

კვირას კი მათთვის მწვრთნელების რანგში პირველი დერბია. სხვათა შორის, დერბიში, როცა ეს ორი ფეხბურთელი მოედანზე იყო, მათ თითოჯერ მოახერხეს გოლის გატანა. 2001 წელს სერხიო "დეპორტივოში" გადავიდა და კიდევ 4-ჯერ დაუპირისპირდა ლუის ენრიკეს, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.

ლუის ენრიკე აუცილებლად დააბრუნებს იმ ვარსკვლავებს, რომლებიც თასზე დაასვენა. ითამაშებს ლეო მესიც.

ბოლო დერბებში, ისევე როგორც ადრე, "ბარსას" უპირატესობა აშკარაა - 5 მატჩია, "ესპანიოლს" მეტოქისთვის არ მოუგია, ხოლო 455 წუთია, გოლი არ გაუტანია და უკვე 6 წელიწადია, რაც "კამპ ნოუზე" ქალაქის მეორე გუნდს გოლი არ გაუტანია.

მოკლედ, ძალზე უთანასწორო დერბია. თანაც, "ბარსას" მეტოქის დანდობის დრო არ აქვს, თეთრი რაშივით გაჭენებულ "რეალს" ისედაც ორი ქულით ჩამორჩება

SOS: დედაქალაქში ისევ გალისიელები მოდიან
"რეალი" შაბათს ვიგოს "სელტას" მიიღებს. წინა ტურში დედაქალაქს გალისიელი ფანები, რომ ესტუმრნენ კარგად იცით, როგორც დასრულდა - "ატლეტიკო"-"დეპორტივოს" მატჩის წინ, დილით ქალაქის ქუჩებში ულტრასებმა იჩხუბეს და ერთი მათგანი, სტუმართა გუნდის 43 წლის გულშემატკივარი, რომელიც მდინარეში გადააგდეს, გარდაიცვალა, 20-მდე ადამიანი დაშავდა, უფრო მეტი კი დააკავეს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საერთო ჯამში, 88 ფანს 5 წლის განმავლობაში სტადიონებზე შესვლა აუკრძალა.

მართალია, სულ სხვა გუნდები იყო, მაგრამ რეგიონები ზუსტად იგივეა - დედაქალაქში ისევ გალისიელები ჩადიან, რომელთა ენაც კი განსხვავებულია და გაცილებით ახლოს დგას პორტუგალიურთან, ვიდრე ესპანურთან. ამიტომ დედაქალაქის პოლიცია მობილიზირებულია და იმედია, ამჯერად ცუდი აღარაფერი მოხდება.

კარლო ანჩელოტის გუნდმა ზედიზედ მე-17 მოიგო და არ არის წინააღდეგი მე-18 მატჩიდანაც გამარჯვებული გამოვიდეს. მით უფრო, რომ "სელტამ" თავიდან რიხით დაიწყო, ახლა კი ცუდ ფორმაშია.

"რეალს" არ ეყოლება ისკო, რომელიც დისკვალიფიცირებულია. მან წინა ტურში მეორე ყვითელი ბარათი სავარაუდოდ, არასწორად მიიღო, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტთან ვერც "სამეფო კლუბის" სიმართლემ გაჭრა. არადა, ისკო ისედაც პრობლემატურ ღრიჭოს ავსებდა, მოდრიჩს ცვლიდა.

ყველაფერს თასზე სამი ხედირას თავს გადამხდარი ამბავიც დაემატა, რომელსაც საჰაერო დუელისას ყბაში ისე მოსდეს, რომ ღამე ჰოსპოტალში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი არ ვარჯიშობდა, მას ყველაფერი წესრიგში აქვს და უბრალოდ დასვენების საშუალება მისცეს.

გახარებულია მეკარე კეილორ ნავასი, არა იმიტომ, რომ კარში აუცილებლად ის ჩადგება, არამედ ესპანეთის მოქალაქეობის მიღების გამო, ამიერიდან ის არაევროკავშირელთა კვოტაზე აღარ იქნება დამოკიდებული.

ვისი უნდა ეშინოდეს "სელტას", კითხვა უნდა? რა თქმა უნდა, "ოქროს ბურთის" ამჟამინდელ მფლობელსა და მომდევნოს ნომინანტ კრიშტიანო რონალდოსი. ჯერ არ მომხდარა, რომ მას "სელტასთვის" გოლი არ გაეტანოს - 5 შეხვედრაში 9-ჯერ დაამწუხრა ვიგოელები.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური
შაბათი. 6 დეკემბერი
ელჩე-ატლეტიკო 19:00
დისკვალიფიკაცია: როდრიგესი (ელ)
ტრავმა: ნიგესი, ხიმენესი, ერერა - მირანდა (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2=0-4, (7-12)

ბილბაო-კორდობა 21:00
დისკვალიფიკაცია: ბალენსიაგა - კარტაბია
ტრავმა: აურტენეჩე (?), ფერნანდესი, ეჩეიტა, გურპეგი - კრესპო (?), როსი (?), ბუზონი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

რეალი-სელტა 23:00
დისკვალიფიკაცია: ისკო (რეალი)
ტრავმა: ვარანი (?), ხედირა (?), მოდრიჩი - ოუბინია
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +18=3-11, (55-39)

დეპორტივო-მალაგა 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხუანფრანი, ფარინია (?), ლუკასი - ფერეირა, ჩენი, სანჩესი, ანტუნეში (?), ამრაბატი, ხიმენესი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +12=9-2, (34-15)

კვირა. 7 დეკემბერი
ვალეკანო-სევილია 15:00
დისკვალიფიკაცია: ტიტო (ვალ)
ტრავმა: ტონიო, ინსუა, ფატაუ (?) - ტრემულინა (?), იბორა
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +6=4-14, (28-46)

ბარსელონა-ესპანიოლი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვერმალენი - მონტანიესი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +30=12-5, (79-33)

ვილიარეალი-სოსიედადი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იოკიჩი, სანტოსი, კანი (?), მუსაჩიო, პერესი - აგირეჩე, გონსალესი, მარტინესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +9=9-6, (33-23)

გრანადა-ვალენსია 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნუნკეუ, რიკი, როჩინა, მაჩისი, მურილიო (?), მარკესი (?) - ოტამენდი, კოსტა
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +0=0-6, (2-8)

ორშაბათი. 8 დეკემბერი
ეიბარი-ალმერია 20:00
დისკვალიფიკაცია: ვერსა (ალმ)
ტრავმა: ვილა, მინერო (?) - ველესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +4=2-4, (9-8)

ლევანტე-ხეტაფე 22:00
დისკვალიფიკაცია: სარაბია (ხეტ)
ტრავმა: - ვასკესი, იოდა (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +7=10-7, (23-24)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები: 20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - ნეიმარი (ბარსელონა); 10 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 9 - კარლოს ბაკა (სევილია); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული