* "რეალმა" ზედიზედ მე-18-ედ იმარჯვა და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი გაიმეორა.
* კრიშტიანო რონალდომ 23-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა ლა ლიგაში, ეს ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდია.
* კრიშტიანო რონალდომ პრიმერაში 200 გოლი გაიტანა.
* ჯეიმს როდრიგესმა ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოტოვებს.
* ლიონელ მესიმ ბარსელონას დერბიში 12 გოლი გაიტანა და სესარ როდრიგესის რეკორდი დაამხო.
* ჩავიმ 125 პასით ამ სეზონის რეკორდი დაამყარა.
"რეალის" მოგებათა
სულ სხვა ხიმენესი
დროა, ხოსე მარია ხიმენესი კარგად გავიცნოთ - არა, ლეგენდარულ ესპანელ ველომრბოლელს არ ვგულისხმობთ, რომელიც 32 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, არადა, მიგელ ინდურაინის მემკვიდრედ ესახებოდათ - ხოსე მარია "ატლეტიკოს" 19 წლის მცველია. შეიძლება ის მუნდიალიდანაც გახსოვდეთ, სწორედ მან შეცვალა ურუგვაელთა ტრავმირებული კაპიტანი ლუგანო ინგლისთან მატჩში. ხიმენესი ახლა ტრავმირებულ მირანდას ცვლის და კარგადაც. სწორედ მან დააგვირგვინა მარცხენა ფლანგზე წამოწყებული "ატლეტიკოს" შესანიშნავი კომბინაცია გოლით "ელჩესთან" მატჩის მე-17 წუთზე. მისი დებიუტი "კოლჩონეროსის" რიგებში სექტემბერში შედგა, ახლა კი სადებიუტო გოლიც ვიხილეთ.
"ატლეტიკომ" იოლად მოიგო, რადგან მეორე ტაიმში კაპიტან გაბის დიდებული პასი მარიო მანჯუკიჩმა მეორე გოლად აქცია. ამ შეხვედრაში რაულ გარსიამ "ატლეტიკოს" ფორმა მე-300-ედ ჩაიცვა. "მარკამ", ჩვენი არ იყოს, ურუგვაელი ხიმენესი გამოარჩია მატჩში და მისი თამაში 8 ბალით შეაფასა.
42 წლის შემდეგ
დიდხანს ელოდნენ ამ დღეს "კორდობას" ფანები - ევროპის მოწინავე ხუთ პირველობაზე 98-დან მხოლოდ ერთი კლუბი იყო გამარჯვების გარეშე დარჩენილი. არადა, კარს ახალი წელი მოგვადგა. როგორც იქნა, "კორდობამაც" იმარჯვა, თანაც ეს ბილბაოში მოახერხა. როგორც ჩანს, გამოღვიძებულ "ბილბაოს" ისევ "შემოლაწუნება" სჭირდება - ასეთ გუნდთან შინ წაგება როგორ შეიძლება, თანაც 23-ე წუთზე ნაბილ ღილასი საკუთარ მეკარესთან პირისპირ ანდერ იტურასპემ გაიყვანა სულელური პასით. ანდალუსიური კლუბი პრიმერაში 42 წლისა და 14 დღის შემდეგ (მაშინ "ბარსელონას" მოუგო) პირველ გამარჯვებას ზეიმობს. "ბილბაოს" რიგებში დებიუტი ჰქონდა ამ კლუბის 20 წლის შავკანიან აღზრდილ ინიაკი უილიამს დანისს. "მარკამ" საუკეთესო შეფასებად ამ თამაშში 7-იანი გაიმეტა და ის ერთდროულად "კორდობას" 5 ფეხბურთელს დაუწერა (ხუან კარლოსი, პანტიჩი, აბელი, ბორხა, ღილასი).
რონალდოს და "რეალის" ახალი რეკორდები
მატჩის პირველი ტაიმის დასრულებას 10 წუთი უკლდა, როცა კრიშტიანო რონალდო საჯარიმოში შეიჭრა და ხონათან კასტროსთან (ხონი) ორთაბრძოლაში ეფექტურად წაიქცა - უნდიანო მალენკო პორტუგალიელის ფანდზე წამოეგო და პენალტი დანიშნა, რომელიც თავად რონალდომ გოლად აქცია. "სელტას" ფეხბურთელები დიდხანს ითხოვდნენ სამართალს - უიმედოდ. მეორე ტაიმში რონალდომ თავისი მონაგარი სამამდე გაზარდა - 3:0. სხვათა შორის, თამაში სიმბოლურად დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონმა ჭადრაკში, ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა, რომელიც "რეალის" ფანი ყოფილა.
ეს "რეალის" ზედიზედ მე-11 გამარჯვებაა ჩემპიონატში და ზედიზედ მე-18 ყველა ტურნირში, რაც ესპანეთის რეკორდის გამეორებაა, რომელიც "ბარსელონას" (2005/06 წლების სეზონი, მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდი) ეკუთვნის. კრიშტიანო რონალდომ პრიმერაში გოლების რიცხვი 200-მდე აიყვანა, ჰეთ-თრიკების კი - 23-მდე. მეორე მაჩვენებელი ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდია. აქამდე ტელმო ზარა და ალფრედო დი სტეფანო 22-22 ჰეთ-თრიკით პირველობდნენ. "სელტასთან" მატჩი მე-300 იყო სერხიო რამოსისთვის "რეალის" მაისურით პრიმერაში.
კარლო ანჩელოტი (რეალი): "კარგად ვითამაშეთ ძალიან მებრძოლი გუნდის წინააღმდეგ. "სელტა" აგრესიულად თამაშობდა და საკმაოდ გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც დამაჯერებლად გამოვიყურებოდით. სამწუხაროა, რომ როდრიგესმა კუნთი დაიზიანა. ვნახოთ, როგორ შევცვლით მას უახლოეს დღეებში. კრიშტიანო კი იმიტომ შევცვალე, რომ დაისვენოს. ის რომ ჩვენთან თამაშობს, დიდ უპირატესობას გვაძლევს სხვებზე".
"მარკას" რჩეული, რა თქმა უნდა, რონალდოა - 8 ბალი.
კამენის გმირობა
"რიასორზე" "დეპორტივომ" მორიგი მარცხი იწვნია - ამჯერად, 0:1 დათმო "მალაგასთან". არადა, მე-11 წუთზე კამერუნელი კარლოს კამენის კარში, მისივე უხეში თამაშის გამო პენალტი დაინიშნა, მაგრამ კამენიმ თავადვე გამოასწორა თავისი შეცდომა და პენალტი მოიგერია. "მალაგას" გამარჯვება სერხი დარდერმა მოუტანა - მან დაახლოებით 40 მეტრიდან გაიტანა. მეკარე ფაბრისიოს შეცდომა აშკარაა. "მარკას" რჩეული კარლოს კამენია - 8 ბალი.ბაკას გადამწყვეტი
"სევილიამ" მადრიდში მოიგო - "ელვების" კარში გამარჯვების გოლი კარლოს ბაკამ გაიტანა. კოლუმბიელმა მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობით ისარგებლა, ბურთი თავით შეიგდო და ცარიელ კარში გაიტანა. უნაი ემერის გუნდმა თამაში 10 კაცით ჩაამთავრა, თუმცა საწადელს მაინც მიაღწია - 1:0. ამ მოგების წყალობით, "სევილია" მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა. მესის რეკორდი
რონალდოს არაფერში ჩამორჩა ლიონელ მესი, რომელმაც ასევე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ქალაქის დერბიში "ბარსამ" "ესპანიოლი" დაჩაგრა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მეტოქემ გაიტანა (2009 წლის მერე პირველად "კამპ ნოუზე"), 5:1 მოუგო. აქედან სამი გოლი არგენტინელის ანგარიშზეა. მესის დერბიში 12 გოლი დაუგროვდა, რაც ახალი რეკორდია. ძველი ბარსელონელ სესარ როდრიგესს ეკუთვნოდა - 11 გოლი. ლეოს გარდა, გოლები ჟერარდ პიკემ და შეცვლაზე შესულმა პედრო როდრიგესმა გაიტანეს. "ბარსა" აგრძელებს "რეალის" დევნას, მესი - რონალდოსი.
"ელ მადრიგალზე" დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადს" კუდით ქვა ასროლინეს - "ვილიარეალმა" 4:0 მოიგო, ხოლო დუბლი შეცვლაზე შესულმა მოისეს გომესმა შეასრულა.
ლა ლიგა. XIV ტური
6 დეკემბერიელჩე-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 ხ. ხიმენესი (17), 0:2 მანჯუკიჩი (53)
ელჩე (4-4-2): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, ლომბანი, სისმა - ფაირი, მოსკერა, პაშალიჩი (60. ერერა), კორომინასი (66. ფრაგაპანე) - ჟონათასი, ვ. როდრიგესი (83. ა. ხიმენესი)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, სიკეირა - კოკე, გაბი, ტიაგო, არდა თურანი (80. რ. ხიმენესი) - რ. გარსია, მანჯუკიჩი (74. გრიზმანი)
გაფრთხილება: ჟონათასი, როკო -
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 8-4 (1-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 18 290
ბილბაო-კორდობა 0:1
გოლი: 0:1 ღილასი (23)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, ლაპორტი, აურტენეჩე (68. სოლა) - იტურასპე, მ. რიკო - ვიგერა, ბენიატი (46. სუსაეტა), მუნიაინი - უილიამსი (46. ირაოლა)
კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - კამპაბადალი, ი. ლოპესი, პანტიჩი, პინილიოსი - დეივიდი, ლუსო - ბორხა (85. სილვა), აბელი (73. ეკენგი), ფიდელი (66. კრესპო) - ღილასი
გაფრთხილება: იტურასპე, ლაპორტი, ირაისოსი, მუნიაინი - ლუსო, კამპაბადალი, ბორხა, პინილიოსი, სილვა, ხუან კარლოსი
კუთხური: 15-4; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 15-7 (3-3); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 38 500
რეალი-სელტა 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (36-პენ), 2:0 რონალდო (64), 3:0 რონალდო (81)
რეალი (4-4-2): კასილიასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - ბეილი, ილიარამენდი, კროოსი, ჯ. როდრიგესი (53. არბელოა) - ბენზემა (80. ფ. კოენტრაო), რონალდო (85. ხ. ერნანდესი)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი (74. ს. გომესი), ფონტასი, ხონი - კრონ-დელი (82. მინა), პ. ერნანდესი, რადოია - ორელიანა (70. ა. ფერნანდესი), ლარივეი, ნოლიტო
გაფრთხილება: როდრიგესი, კარვახალი, არბელოა, ილიარამენდი - კაბრალი, ხონი, ნოლიტო, ერნანდესი
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 20-9 (11-0); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 80 300
დეპორტივო-მალაგა 0:1
გოლი: 0:1 დარდერი (22)
დეპორტივო (5-3-2): ფაბრისიო - ხუანფრანი, ინსუა (46. კუენკა), ლოპო, სიდნეი, ლუიზინიო - ხ. როდრიგესი, ვილკი, მედუნიანინი (63. ტოჩე) - პოშტიგა (63. ხ. დომინგესი), კავალეირო
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი, ანტუნეში - ნაჩო კამაჩო, დარდერი (84. ბოკა) - სამუელი (56. ორტა), დუდა (71. რესიო), კასტილიეხო - სანტა კრუსი
შენიშვნა: კავალეირომ ვერ გაიტანა პენალტი (12)
გაფრთხილება: ლუიზინიო, სიდნეი, კუენკა, ტოჩე - კამენი, ანტუნეში, სამუელი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 14-8 (6-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 19 000
7 დეკემბერი
ვალეკანო-სევილია 0:1
გოლი: 0:1 ბაკა (8)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ. ალვარესი - ქუინი, ამაია, ბა (62. იოსაბედი), ინსუა - ბაენა (60. მანუჩო), ტრაშორასი - აკინო (81. ა. მორენო), ბუენო, კაკუტა - ლეო ბაპტიშტაო
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე, პარეხა, კარიშო, ფიგეირაში - კრიხოვიაკი (72. არიბასი), მბია - რეიესი (62. ა. ვიდალი), ბანეგა, ვიტოლო - ბაკა (82. გამეირო)
გაფრთხილება: ტრაშორასი, ბაენა, ბა, მანუჩო - კრიხოვიაკი, ვიტოლო, პარეხა, ბანეგა, კარიშო, ბაკა, ბეტო
გაძევება: კარიშო (87)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11-11 (3-6); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 11 604
ბარსელონა-ესპანიოლი 5:1
გოლები: 0:1 ს. გარსია (13), 1:1 მესი (45), 1:2 მესი (50), 1:3 პიკე (53), 1:4 პედრო (78), 1:5 მესი (81)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (ინიესტა), ბუსკეტსი (მატიო), ჩავი - ლ. სუარესი (პედრო), მესი, ნეიმარი
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - არბილია, ა. გონსალესი, ბაილი (აბრაამი), ფუენტესი - ლ. ვასკესი, ვ. სანჩესი, კანიასი (ე. მორენო), სევილია - ს. გარსია, კაისედო (სტუანი)
გაფრთხილება: - სევილია, ვასკესი, გონსალესი, არბილია
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 6-11; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 15-3 (7-2); ბურთის ფლობა: 79%-21%.
მაყურებელი: 76 057
ვილიარეალი-სოსიედადი 4:0
გოლები: 1:0 ბრუნო (63), 2:0 ჩერიშევი (73), 3:0 მ. გომესი (80), 4:0 მ. გომესი (86)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, გაბრიელი, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი, ტრიგეროსი, ბრუნო (84. პინა), ჩერიშევი (82. ხ. მორენო) - ვიეტო, უჩე (76. მ. გომესი)
სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - გრანერო, პარდო (65. გ. კასტრო) - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (77. ფინბოგასონი), კანალესი (87. ერვასი) - ველა
გაფრთხილება: ვიეტო, კოსტა - დე ლა ბელია, ი. მარტინესი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 24-12 (9-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 16 000
გრანადა-ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ნეგრედო (83), 1:1 ისააკი (89)
გრანადა (4-4-2): რობერტო - ნიომი, ბაბენი, მურილიო, ხუან კარლოსი - ფულკიე, იტურა, ფ. რიკო, პიტი - კორდობა (69. ისააკი), ელ-არაბი
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი (76. ვეზუ), ოტამენდი, გაია - პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში - ფეგული (72. დე პაული), ნეგრედო, როდრიგო (82. პ. ალკასერი)
გაფრთხილება: ფულკიე, კორდობა, რიკო, ხუან კარლოსი - გაია, პარეხო, ანდრე გომეში, ალვეში
გაძევება: პ. ალკასერი (86)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 20-9; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 9-9 (2-1); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 18 300
8 დეკემბერი
ეიბარი-ალმერია 20:00
ლევანტე-ხეტაფე 22:00
ბომბარდირები: 23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - ნეიმარი (ბარსელონა); 10 - კარლოს ბაკა (სევილია); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 7- ხოაკინ ლარივეი (სელტა).
მომდევნო ტური
12 დეკემბერი: ალმერია-რეალი
13 დეკემბერი:
ხეტაფე-ბარსელონა, ვალენსია-რაიო ვალეკანო, კორდობა-ლევანტე, მალაგა-სელტა
14 დეკემბერი:
ესპანიოლი-გრანადა, სევილია-ეიბარი, ატლეტიკო-ვილიარეალი, რეალ სოსიედადი-ბილბაო
15 დეკემბერი:
დეპორტივო-ელჩე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"