მოკლედ, ლა ლიგის მე-15 ტური არ მოგვაწყენს.
რეკორდსმენი "მედიტერანეოსზე"
კარლო ანჩელოტის "რეალი" მზიან ანდალუსიაში ჩადის და "მედიტერანეოსზე" ერთ-ერთ აუტსაიდერს, "ალმერიას" დაუპირისპირდება. ამ ორ გუნდს შორის უზარმაზარი უფსკრულია, მაგრამ ერთხელ იყო ისეც, რომ "ალმერიამ" იმარჯვა გოლიათთან დაპირისპირებაში. ეს იყო თითქმის 7 წლის წინათ - "ალმერიამ" "სამეფო კლუბს" 2:0 მოუგო. მაშინდელ "ალმერიას" "სევილიას" ამჟამინდელი თავკაცი უნაი ემერი
ძალიან ძნელი წარმოსადგენია, "ალმერიამ" ეს გმირობა დღეს გაიმეოროს ("რეალი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო პარასკევს თამაშობს), რადგან კარლეტოს გუნდი აწყვეტილი მატარებელივით მიჰქრის და რეკორდს რეკორდზე ამყარებს.
"ლოს მერენგესი" ესპანეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სერიის მფლობელი სამშაბათს გახდა, როცა ზედიზედ მე-19 შეხვედრა მოიგო და მე-20-ეს წინ მხოლოდ "ალმერია" ეღობება. 19-დან 11 მოგება ლა ლიგაზე მოდის. კრიშტიანო რონალდოს, უბრალოდ, ვერავინ აჩერებს, პორტუგალიელის ანგარიშზე 14 ტურში (13 თამაშში) 23 გოლია (თითქმის 1,8 გოლი თამაშში).
"რეალი" უდანაკარგო არ არის, მას ნახევარდაცვის მნიშვნელოვანი ტრიო აკლია: მოდრიჩი, ხედირა, როდრიგესი. წლეულს ამ სამეულიდან თამაშის შანსი მხოლოდ გერმანელს აქვს. ასე რომ, ანჩელოტი მთელ იმედებს შუახაზში ისკოსა და ილიარამენდიზე დაამყარებს. ამ უკანასკნელმა "ლუდოგორეცთან" ბრწყინვალედ ითამაშა. ასე რომ, იტალიელ თავკაცს ბევრიც არაფერი აქვს სანერვიულო.
ორშაბათს "ალმერია" ბასკურ "ეიბართან" 2:5 განადგურდა, რასაც 36 წლის ფრანსისკო ვილჩესი შეეწირა - მწვრთნელი მოხსნეს და ახლა ეს პოზიცია გუნდში ვაკანტურია, რაც კიდევ უფრო ამცირებს მასპინძელთა შანსებს.
ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ "რეალის" საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდებს ერთობლივი ტრადიციული საშობაო სადილი ჰქონდათ. "ალმერიასთან" თამაშისთვის მოსამზადებლად კი მადრიდელებს არასრული ორი დღე დარჩათ.
მაგიური ტრიო მადრიდში
"ბარსელონა" მადრიდში "ხეტაფეს" სტუმრობს. ამ ორი გუნდის ბოლო დაპირისპირება მაისში "კამპ ნოუზე" შედგა და ანხელ ლაფიტას დუბლის წყალობით "ხეტაფემ" კატალონიიდან ქულა წაიღო შინ. ბოლოს "ხეტაფემ" ზუსტად 3 წლის წინ მოუგო "ბარსას" ხუან ვალერას ერთადერთი გოლის წყალობით. ახლა რუმინელი კოსმინ კონტრას გუნდს 15 ქულა აქვს, ცხრილის შუაშია და ურიგოდ არ გამოიყურება, თუმცა ლუის ენრიკეს "ბარსა" რომ აშკარა ფავორიტია მატჩის, თქმა არ უნდა.
"ბარსელონამ" ტრიუმფით დაასრულა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე, პსჟ-ის კარში მაგიური ტრიოს (მესი-სუარესი-ნეიმარი) სამივე წარმომადგენელმა გაიტანა. "რეალის" სუპერფორმის მიუხედავად, "ბარსამ" კონკურენტი ორ ქულაზე მეტად წინ არ გაუშვა - "ბარსელონამ" ზედიზედ 8 მატჩი მოიგო.
პსჟ-ზე გამარჯვება კარგი შურისძიება იყო პარიზული მარცხისთვის. თანაც, ეს იყო საიუბილეო, 150-ე მოგება ჩემპიონთა ლიგაზე. ამაზე მეტჯერ ლიგაზე მხოლოდ "რეალმა" და "ბაიერნმა" მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ ჩავი ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელია - 152; ხოლო ლიონელ მესი ყველაზე მეტი გოლის ავტორი - 75.
"ხეტაფესთან" მატჩში ლუის ენრიკეს არ ეყოლება მხოლოდ რაფაელ ალკანტარა და თომას ვერმალენი. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატალონიური გრანდი "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" საბრძოლო შემადგენლობით გავა.
სხვა მატჩები
კვირას "ვისენტე კალდერონი" "ვილიარეალს" მასპინძლობს. ბოლო სტუმრობა ამ სტადიონზე "დეპორტივოს" ერთ-ერთ ფანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ამიტომაც ესპანეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, რამდენიმე ათეულ ულტრასს კი სტადიონზე შესვლა აეკრძალა. შეგახსენებთ, რომ შუა კვირაში "ატლეტიკომ" მისთვის უმოტივაციო მატჩი გამართა ტურინში და 0:0 ითამაშა. დიეგო სიმეონეს არ ეყოლება ცენტრალური მცველი მირანდა, რომელსაც ისევ ურუგვაელი ხოსე მარია ხიმენესი შეცვლის.
მე-4 ადგილზე მყოფი "სევილია" ყოჩაღ ბასკურ "ეიბარს" მასპინძლობს, ნუნუს "ვალენსია" დიდი დანაკლისით (პარეხო და ალკასერი დისკვალიფიცირებულები არიან) მასპინძლობს "რაიო ვალეკანოს", სან სებასტიანში კი დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადი" ბასკურ დერბიში ერნესტო ვალვერდეს "ბილბაოს" მიიღებს.
ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური
პარასკევი. 12 დეკემბერი
ალმერია-რეალი 23:45
დისკვალიფიკაცია: ს. რამოსი (რეალ)
ტრავმა: ალონსო (?), ნავარო (?) - მოდრიჩი, როდრიგესი, ხედირა
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +1=2-7, (9-31)
შაბათი. 13 დეკემბერი
ხეტაფე-ბარსელონა 19:00
დისკვალიფიკაცია: ინესტოსა (ხეტ)
ტრავმა: დიავარა (?), ესკუდერო (?), ლაგო (?) - რაფინია (?), ვერმალენი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +3=4-17, (23-55)
ვალენსია-ვალეკანო 21:00
დისკვალიფიკაცია: პარეხო, ალკასერი - ტრაშორასი
ტრავმა: კოშტა, მუსტაფი (?) - ფატაუ, კობენიო, კასტრო, ტონიო (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +14=2-5, (46-21)
კორდობა-ლევანტე 23:00
დისკვალიფიკაცია: პინილიოსი (კორ)
ტრავმა: როსი (?), ბუსონი, გარსია (?) - სისოკო (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +4=5-5, (18-22)
მალაგა-სელტა 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სანჩესი, ჩენი, ხიმენესი, ფერეირა - კაბრალი (?), ერნანდესი (?), ოუბინია
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +7=6-6, (23-27)
კვირა. 14 დეკემბერი
ესპანიოლი-გრანადა 15:00
დისკვალიფიკაცია: ფულკიე (გრ)
ტრავმა: მონტანიესი - რიკი, მაჩისი, როჩინა, მარკესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +3=1-2, (6-3)
სევილია-ეიბარი 20:00
დისკვალიფიკაცია: კარიშო (სევ)
ტრავმა: ტრემულინა (?), კრიხოვიაკი (?) - ბერხონი (?), ბოატენგი (?), ხიმენესი (?), ვილა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +3=2-1, (??-??)
ატლეტიკო-ვილიარეალი 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მირანდა (?), ანსალდი - სანტოსი (?), პერესი, იოკიჩი, მუსაჩიო, კანი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +10=6-10, (42-39)
სოსიედადი-ბილბაო 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერგარა, ზალდუა, აგირეჩე, გონსალესი (?), ელუსტონდო - ეჩეიტა, ეჩებარია (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +11=14-11, (49-45)
ორშაბათი. 15 დეკემბერი
დეპორტივო-ელჩე 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფარინია (?), ლუკასი - მუდინგაი (?), ერერა (?), ხიმენესი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=0-2, (10-7)
შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩებში 1994 წლიდან
ბომბარდირები:
23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - ნეიმარი (ბარსელონა); 10 - კარლოს ბაკა (სევილია); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 7- ხოაკინ ლარივეი (სელტა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"