კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელების საათებით დასაჩუქრება 150 ათას ევრომდე დაუჯდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ის თანაგუნდელები დაასაჩუქრა, რომლებიც მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის 2013/2014 წლების სეზონის გამარჯვებულები გახდნენ.

როგორც მადრიდული გუნდის მცველმა ალვარო არბელოამ საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა, პორტუგალიელმა თითოეულ ფეხბურთელს ფირმა Bvlgari-ის ექსკლუზიური საათი უსახსოვრა.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ თითოეული ასეთი საათის ფასი 6,8 ათასი ევროა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კრიშტიანოსთან ერთად "რეალის" კიდევ 22 ფეხბურთელი თამაშობდა, პორტუგალიელ ვარსკვლავს ჯამში 149,6 ათასი ევრო დაუხარჯავს.

საათების უკანა მხარეს მფლობელი ფეხბურთელის სახელია ამოტვიფრული, ხოლო ციფერბლატზე - წლები,
რომლებშიც "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 2013/2014 წლების სეზონში გამარჯვება მადრიდული კლუბისთვის ტურნირზე მეათეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული