მათ შორის არის 2011 წლის 22 მაისის პრიმერა დივიზიონის მატჩის მონაწილე "ლევანტესა" და "სარაგოსას" შორის: თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჩისკო მუნიოსი.
უკვე დადასტურებულია, რომ ეს შეხვედრა "ლევანტემ" "სარაგოსას" სასარგებლოდ დათმო (1:2), რისი წყალობითაც არაგონული კლუბი გავარდნას გადაურჩა და "დეპორტივო" გაიწირა.
ჩისკომ ამ შეხვედრაში 61-ე წუთამდე ითამაშა, შემდეგ კი ის რაფა ხორდამ შეცვალა. სწორედ იმ ხორდამ, რომელიც ამ ზაფხულს
მეკარე მანოლო რეინა და ჩისკო ახლა "ხიმნასტიკის" ფეხბურთელები არიან. არადა, იმ შეხვედრაში რეინა სათადარიგო იყო, კარში კი ურუგვაელი გუსტავო მუნუა იდგა.
არაგონელი პროკურორი ალეხანდრო ლუსონი ბრალს სხვებსაც სდებს, მაგალითად, მწვრთნელ ხავიერ აგირეს, რომელიც მაშინ "სარაგოსას" თავკაცი იყო (ახლა იაპონიის ნაკრების მწვრთნელია).
ანტიკორუფციული პროკურატურა მიიჩნევს, რომ დამტკიცებულია ის ფაქტი, რომ გარიგების ინიციატორი "სარაგოსას" პრეზიდენტი აგაპიტო იგლესიასი იყო. საქმეში გარეულები არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორიც გაბია, ახლა "ატლეტიკოს" და მაშინ "სარაგოსას" კაპიტანი.
"ლევანტეს" ფეხბურთელებმა წაგების სანაცვლოდ მიიღეს 965 ათასი ევრო. ამ გარიგების შესასრულებლად მაშინდელმა არაგონელმა მინისტრმა და კლუბის ფინანსურმა დირექტორმა ხავიერ პორკერამ 17 და 19 მაისს ბანკ "ბანკინტერის" წყალობით განახორციელა გადარიცხვები თავისი კლუბის ფეხბურთელებსა და მწვრთნელზე. მაგალითად, ანდერ ერერამ (ახლა "მანჩესტერ იუნაიტედშია") 90 ათასი ევრო მიიღო.
პროკურატურამ თვალი მიადევნა ფეხბურთელთა პირად ანგარიშებს და დიდი ეჭვი აქვს, რომ შემდეგ ეს თანხები "ლევანტეს" ფეხბურთელთა ხელში მოხვდა.