ლა ლიგა. XVI ტური: ლუის სუარესის პირველი გოლი ლა ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ბარსელონა-კორდობა 5:0

20 დეკემბერს ლა ლიგის მე-16 ტურის 4 მატჩი გაიმართა. "ბარსელონამ" შინ 5:0 გაანადგურა "კორდობა". ანგარიში პედრომ ჯერ კიდევ მე-2 წუთზე გახსნა, როცა რაკიტიჩის შესანიშნავი პასი მიიღო.

დანარჩენი გოლები მეორე ტაიმში გავიდა - ჯერ პედროს პასით ლუის სუარესმა პრიმერაში პირველი გოლი გაიტანა, შემდეგ თავურით თავი ჟერარდ პიკემ გამოიჩინა, ბოლოს კი ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა.

მესიმ "ბარსელონას" მაისურით 2014 წელს ზუსტად 50 გოლი გაიტანა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "მჯერა, რომ "ბარსელონა" პროგრესის გზას ადგას. სეზონის განმავლობაში გუნდი სულ უკეთ თამაშობს.
მინდოდა ამ დროს ლიდერები ვყოფილიყავით, მაგრამ, რაც არის, არის. ჩვენი მთავარი კონკურენტები "რეალი" და "ატლეტიკოა" და ჩვენ ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ".

"ვალენსიამ" კონტრშეტევაზე პაკო ალკასერის გოლით მოუგო სტუმრად "ეიბარს" და მე-4 ადგილზე გადავიდა.

ბარსელონა-კორდობა 5:0
გოლები: 1:0 პედრო (2), 2:0 სუარესი (53), 3:0 პიკე (80), 4:0 მესი (82), 5:0 მესი (91)

ლევანტე-რეალ სოსიედადი 1:1
გოლები: 0:1 კანალესი (48), 1:1 ივანშიტცი (93)

ეიბარი-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1 ალკასერი (31)

რაიო ვალეკანო-ესპანიოლი 1:3
გოლები: 0:1 ს. გარსია (9), 1:1 ლეო ბაპტიშტაო (45), 1:2 ლ. ვასკესი (76), 1:3 ს. გარსია (95)
გაძევება: სტუანი (76. ესპანიოლი)

1. რეალი - 39 ქულა; 2. ბარსელონა - 38; 3. ატლეტიკო - 32; 4. ვალენსია - 31; 5. სევილია - 30.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული