მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ფერნანდო ტორესის დაბრუნება არ გამორიცხა

AutoSharing Option
ფერნანდო ტორესის გადაბირებით მისი ყოფილი კლუბები - "ატლეტიკო" და "ლივერპული" რომ არიან დაინტერესებულნი, ამაზე ადრეც გაუწყეთ.

ახლა კი თვით "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ არ გამორიცხა "ელ ნინიოს" "ვისენტე კალდერონზე" დაბრუნება.

მოკლედ, ესპანეთის ჩემპიონი ძალიან გააქტიურდა. შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფორვარდი სწორედ მადრიდელთა რიგებიდან გადავიდა 2007 წელს "ლივერპულში". აი, "ენფილდიდან" წასვლის მერე კი მისი საკლუბო კარიერა ცუდად აეწყო.

ტორესმა ვერც "ჩელსიში" ითამაშა და 30 წლის ესპანელი, რომელიც ახლა ორწლიანი იჯარით "მილანშია", ვერც "როსონერის" რიგებში ბრწყინავს.

"ის ახლა ჩვენთან არ არის, მაგრამ არ
ნიშნავს, რომ არასოდეს იქნება", - ასეთი მოკლე და მრავალმნიშვნელოვანი კომენტარი გააკეთა სერესომ.

"ელ ნინიოს" საყვარელ გუნდში დაბრუნების შანსებს ზრდის ის მითქმა-მოთქმაც, რომ თითქოს, "ატლეტიკო" 28 წლის მარიო მანჯუკიჩთან განშორების წინააღმდეგი არ არის, რადგან "მანჩესტერ სიტი" ხორვატში 28 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს. თავად ტორესი კი მზად არის, დაბალ ხელფასს დათანხმდეს, ოღონდ კი მადრიდში ითამაშოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული