"ბარსელონას" ყოფილ პრეზიდენტს "ნეიმარის საქმეზე" ციხეში სვამენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილ პრეზიდენტს, სანდრო როსელს პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ Cadena Ser-ი იუწყება.

კატალონიური კლუბი ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, ნეიმარის კანონდარღვევით შეძენის გამო ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს დამატებით 8,8 მლნ ევროს გადაუხდის, რასაც საჯარიმო სანქციები ითვალისწინებს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ "ბარსელონამ" უკვე გადაიხადა 13,5 მლნ ევრო, ჯამში, ჯარიმა 22 მლნ-ზე მეტს შეადგენს.

თუმცა საქმე ამით არ მთავრდება: გადასახადების დამალვის გამო "ბარსელონას" ხელმძღვანელობიდან ვინმე ოთხთვიანი პატიმრობითაც უნდა დაისაჯოს - უპირველესად კი, ეს როსელია.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი "ბარსელონას" ოპოზიციურად განწყობილი წევრის, ხორდი კასესის განცხადებით დაიწყო, რომელმაც
კლუბი "სანტოსიდან" ნეიმარის კანონის დარღვევით შეძენაში ამხილა. როსელმა განაცხადა, რომ "ბარსელონამ" ბრაზილიელში 57,1 მლნ ევრო გადაიხადა, კასესი კი ამტკიცებდა, რომ საუბარი 95 მლნ ევროზე იყო.

მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ საქმე გადასახადებისთვის თავის არიდებას უკავშირდებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული