კარლეს პუიოლი: ეგდოს ლიცენზია, წყალს გთხოვს თუ პურს?!

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსკაპიტანი კარლეს პუიოლი ჯერჯერობით არ აპირებს მწვრთნელად მუშაობას, თუმცა 36 წლის ესპანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მაინც გაივლის სამწვრთნელო კურსებს და მიიღებს შესაბამის ლიცენზიას.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ არ მინდა მწვრთნელად მუშაობა, - ამბობს პუიოლი. - ეს პროფესია დღე-ღამეში 24 საათი მუშაობას მოითხოვს, ფეხბურთელის პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ კი საჭიროა თუნდაც მცირედი თავისუფალი დრო.

თუმცა მაინც წავალ სამწვრთნელო კურსებზე. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული