ხერარდო მარტინო: "ბარსელონაში" რამდენიმე გლობალური შეცდომა დავუშვი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ესპანურ კლუბში ყოფნის შესახებ ისაუბრა.

"არა მგონია, რომ რამის სწავლება შემეძლო მესისთვის ან "ბარსელონასთვის". იქ არანაირი კვალი არ დამიტოვებია. ეს იყო წარუმატებელი ღონისძიება იმ ფარგლებში, რაც გავაკეთე, როგორც მწვრთნელმა. იყო თუ არა ეს უიღბლობა? შესაძლოა.

მივედი გუნდში, რომელიც ყოველთვის იგებდა და ვერაფერი მოვიგე. სუპერთასი არ ითვლება.

ერთადერთი, რაც გავიგე "ბარსელონაში", ის არის, თუ როგორია მსოფლიოს ვარსკვლავების გარემოცვაში ყოფნა.

"ბარსელონაში" რამდენიმე გლობალური შეცდომა დავუშვი", - ამბობს მარტინო.

შეგახსენებთ, რომ მარტინომ "ბარსელონა" 2014 წელს დატოვა, ხოლო
აგვისტოში არგენტინის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული