"ბარსელონა" 2016 წლის იანვრამდე ტრანსფერებს ვერ განახორციელებს

AutoSharing Option
ლოზანას სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) ფიფას გადაწყვეტილებაზე "ბარსელონას" აპელაცია განიხილა.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ ესპანურ კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელების არასწორად რეგისტრაციის გამო ტრანსფერების განხორციელება 2016 წლის იანვრამდე აუკრძალა.

შვეიცარიაში ფიფას გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნიეს და ესპანელების აპელაცია არ დააკმაყოფილეს.

გამომდინარე აქედან, "ბარსელონა" მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს ვერავის გაყიდის და ვერც იყიდის.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული