"ბარსელონა" ანდონი სუბისარეტას სპორტული დირექტორის თანამდებობიდან უშვებს

AutoSharing Option
ფოტოზე: ანდონი სუბისარეტა და ხოსეპ მარია ბარტომეუ

"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ უკმაყოფილოა კლუბის სპორტული დირექტორის ანდონი სუბისარეტას მუშაობით და მის გათავისუფლებას აპირებს.

ამის შესახებ Marca წერს. წყაროს ცნობით, ბარტომეუმ უკვე დაიწყო ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარის შემცვლელის ძებნა. დიდი ალბათობით, ამ თანამდებობას არ დაიკავებს "ბარსელონას" ყოფილი მცველი კარლეს პუიოლი, რომელიც ამჟამად სუბისარეტას მოადგილეა.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობაში უკმაყოფილობის საბაბი გუნდში მარჯვენა მცველის პოზიციაზე არსებული პრობლემა გახდა - სუბისარეტამ ვერ მოახერხა სეზონის სტარტამდე დანი ალვეშის გაყიდვა და მის ნაცვლად სათანადო დონის მოთამაშის
დამატება. სუბისარეტამ ბრაზილიელი დუგლასი კი იყიდა, მაგრამ ამ უკანასკნელის თამაშის ხარისხი აღფრთოვანებას ვერ იწვევს.

დუგლასის გარდა სუბისარეტამ ბელგიელი მცველი ტომას ვერმალენიც შეიძინა, რომლის დებიუტს "ბარსელონაში" საშველი ტრავმების გამო არა და არ დაადგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული