"ჩელსისა" და პსჟ-ის ინტერესის მიუხედავად, ლიონელ მესი "ბარსელონაში" რჩება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსისა" და "პარი სენ-ჟერმენისგან" დაინტერესების მიუხედავად, "ბარსელონას" ვარსკლავი ლიონელ მესი კატალონიურ კლუბის დატოვებას არ აპირებს.

Mundo Deportivo-ის ცნობით, მესიმ გასულ სეზონში პარიზულ კლუბში გადასვლაზე თქვა უარი იმის მიუხედავად, რომ მას პსჟ-ის წარმომადგენლებმა ძალიან სარფიანი წინადადებით პირადად მიმართეს.

არგენტინელისადმი დაინტერესების შესახებ თავის მხრივ არაერთხელ გამოაცხადა ლონდონის "ჩელსიმაც". თუმცა, როგორც ირკვევა, მესი "ბარსელონადან" წასვლას არსად აპირებს, რადგან ძალიან უყვარს ეს კლუბი და მისგან მხარდაჭერას მუდმივად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ კონტრაქტის თანახმად, მესის მსურველ კლუბს "ბარსელონასთვის" 250 მლნ ევრო ექნება გადასახდელი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა თქმა უნდა უნდა დარჩეს ბარსელონაში.ეს გენიოსი სამუდამოდ შევა ისტორიაში როგორც ბარსას ლეგენდა.თუმცა რა თქმა უნდა ის არამარტო ბარსას არამედ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა.
badri
15:36 04-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული