ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური: "რეალის" სერია "მესტალიაზე" შეწყდა [VIDEO]

AutoSharing Option
* "სევილია" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში შინ არ წაუგია.

* "სელტამ" პრიმერაში ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო.

* "ვილიარეალმა" 7-მატჩიანი მოგებათა სერია (5 ლა ლიგაში) შეწყვიტა.

* ფერნანდო ტორესის პრეზენტაციას "ვისენტე კალდერონზე" 40 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.

* "ვალენსიამ" "რეალის" 22-მოგებიანი სერია შეწყვიტა.


ლა ლიგაში არცთუ დიდი ზამთრის შესვენება დასრულებულია - ესპანურმა ქარავანმა სვლა განაგრძო...

"რეალის" სარეკორდო სერია შეწყდა და ეს "მესტალიაზე" მოხდა - ზედიზედ 22 მატჩის მოგების შემდეგ "სამეფო კლუბი" "ვალენსიასთან" ბრძოლაში დაეცა და, რა თქმა უნდა, ეს ტურის
მთავარი მოვლენაა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიდერს არც მდევარი "ჩამორჩა" - ლუის ენრიკეს "ბარსამაც" წააგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გრიზმანის ბენეფისი, ტორესი ტრიბუნაზე
2015 წლის პირველი გოლი ესპანურ ლა ლიგაში ფრანგულია - მე-18 წუთზე "ატლეტიკოს" ბრაზილიელმა მცველმა გილერმო სიკეირამ ჩააწოდა, თავით 23 წლის ანტუან გრიზმანმა ("მარკას" რჩეული 8 ბალით) იყოჩაღა და ვალენსიელთა კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ამ ფეხბურთელებმა კომბინაცია გაიმეორეს. თითქოსდა, "ატლეტიკოს" გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა, მაგრამ "ლევანტემ" ერთი გაიბრძოლა (ელ ჟარის გოლი), მაგრამ წერტილი ყველაფერს დიეგო გოდინმა თავურით დაუსვა - 3:1. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპიონმა ყველა გოლი ამ შეხვედრაში თავური დარტყმით გაიტანა.

მადრიდელთა ყველასთვის კარგად ნაცნობი ახალწვეული ფერნანდო ტორესი მატჩს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა, "ვისენტე კალდერონმა" ელ ნინიოს დიდი ოვაცია მოუწყო. ელ ნინიოს პრეზენტაცია "კალდერონზე" კვირას გაიმართა და მას 40 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო!

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ - ერთი, რაც გვაკლდა, მომენტების რეალიზაციაა. ტრიბუნებზე დიდებული ატმოსფერო იყო. ვიმედოვნებ, რომ ეს გაგრძელდება, რადგან ჩვენთვის ფანების მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს.

ყველაზე მეტად, რაც გრიზმანში მომწონს, გოლების გატანა კი არა, სათამაშო რგოლებს შორის კომბინირება და შრომაა. ის იზრდება, როგორც ფეხბურთელი. ანტუანის დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა წინ ორი ძალიან მძიმე თამაში გველის თასზე და ჩემპიონატში".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შინ წაუგებელნი
უნაი ემერის "სევილიამ" გამარჯვებით დაიწყო წელიწადი - "სელტა" 1:0 დაამარცხა. ეს გალისიური კლუბის ზედიზედ მე-6 მარცხი იყო პრიმერაში. "სელტა" კარლეს პლანასმა 21-ე წუთზე დააღალატა, როდესაც მოედნის ცენტრში დენის სუარესი მოცელა.

10 კაცით დარჩენილ "სელტას" მალევე გაუტანა "სევილიამ". ეს საჯარიმო დარტყმით ცენტრალურმა მცველმა ნიკოლას პარეხამ მოახერხა. "სევილია" კვლავ ერთადერთი გუნდია სეზონში, რომელსაც შინ არ წაუგია.

"მარკას" რჩეული მიკაელ კრონ-დელია (სელტა) - 7 ბალი.

მხიარული ვალენსიური დერბი
ვალენსიური დერბის პირველი ტაიმის 23-წუთიან მონაკვეთში ოთხი გოლი გავიდა - "წყალქვეშა ნავი" ლუსიანო ვიეტოს და უჩეს გოლებით დაწინაურდა, მაგრამ "ვილიარეალის" ფანების სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, ჟონათასმა და ვიქტორ როდრიგესმა ბოლოადგილოსან "ელჩეს" ქულა მოუტანეს.

ასე მოულოდნელად შეწყდა მარსელინოს გუნდის 5-მატჩიანი მოგებათა სერია პრიმერაში და 7-მატჩიანი მოგებათა სერია ყველა ტურნირზე.

"მარკას" რჩეული ჟონათასია (ელჩე) - 8 ბალი.

მოულოდნელი შედეგები
"რიასორზე" თამაშის ბედი ივან კავალეიროს გოლმა გადაწყვიტა, პორტუგალიელმა ბერგანტინიოსის მაღალი პასი მიიღო და წინ გამოსულ გორკა ირაისოსს აჯობა. "ბილბაო" ისევ კრიზისშია. "მარკამ" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხოსე როდრიგესი (დეპორტივო) დაასახელა - 8 ბალი. "მალაგა" კი შინ მოულოდნელად "ალმერიასთან" დამარცხდა - მატჩის გმირი ებრაელი ფორვარდი ტომერ ჰემედი ("მარკა" - 7,5 ბალი) გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

დერბი ელვებმა მოიგეს
კოსმინ კონტრა "ხეტაფეს" მარცხით ემშვიდობება, მისმა გუნდმა "რაიო ვალეკანოსთან" მცირე მადრიდული დერბი წააგო - 1:2. არადა, "ასულონესი" ალვარო ვასკესის საჯარიმო დარტყმის წყალობით იგებდა. "ელვებმა" თამაშის შემობრუნება შეძლეს - პირველ ტაიმში მეკარის შეცდომით ისარგებლა იოსაბედმა, ხოლო მეორეში გამარჯვების გოლი ახლო მანძილიდან რაულ ბაენამ გაიტანა.

"მარკას" რჩეული "რაიო ვალეკანოს" 23 წლის ნახევარმცველი იოსაბედია (8 ბალი).

რეალი მესტალიაზე დაეცა, ბარსა - ანოეტაზე
"ვალენსიას" 25-მილიონიანი შენაძენი ენცო პერესი ეგრევე სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა მადრიდის "რეალთან" მატჩში.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, ალვარო ნეგრედომ ხელით ითამაშა, ხოლო კრიშტიანო რონალდომ თავისი 26-ე გოლი გაიტანა სეზონში. თუმცა მეორე ტაიმში ნუნუს გუნდმა თითქმის შეუძლებელი შეძლო - ჯერ ბარაგანს დაეხმარა რიკოშეტი და ანგარიში გათანაბრდა, შემდეგ კი არგენტინელმა მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა.

"რეალის" წაფორხილებით ვერ ისარგებლა "ბარსელონამ", რომელიც სან სებასტიანში დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადთან" დამარცხდა. გადამწყვეტი ჟორდი ალბას ავტოგოლი გამოდგა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური
3 იანვარი
ატლეტიკო-ლევანტე 3:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (18), გრიზმანი (47), 2:1 ელ ჟარი (62), 3:1 გოდინი (82)
ატლეტიკო (4-2-3-1): მოია - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, სიკეირა - გაბი, ტიაგო - არდა თურანი (66. რაულ გარსია), გრიზმანი (84. ს. ნიგესი), კოკე - მანჯუკიჩი (79. რ. ხიმენესი)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ი. ლოპესი, ვინტრა, ხუანფრანი, კარაბელასი (73. ბარალი) - მორალესი, დიოპი, მ. სისოკო, ივანშიტცი - ვ. კასადესუსი, მარტინში (60. ელ ჟარი)
გაფრთხილება: მანჯუკიჩი, გარსია - ხუანფრანი, დიოპი, სისოკო
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 6-10; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 13-10 (5-4); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 52 163

სევილია-სელტა 1:0
გოლი: 1:0 პარეხა (32)
სევილია (4-2-3-1): ბეტო - ვიდალი, პარეხა, კარიშო, ფ. ნავარო - კრიხოვიაკი, მბია (22. ტრემულინა) - რეიესი, დ. სუარესი (54. ბანეგა), ვიტოლო - ბაკა (70. გამეირო)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, პლანასი - კრონ-დელი (84. მადინდა), რადოია, პ. ერნანდესი - მინა (79. იგლესიასი), შარლესი (28. ხ. კასტრო), ორელიანა
გაფრთხილება: ვიტოლო, რეიესი, კარიშო, კრიხოვიაკი - კაბრალი, მალიო, მინა, კრონ-დელი, ორელიანა
გაძევება: პლანასი (21)
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 28-17; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-16 (4-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 31 253

ელჩე-ვილიარეალი 2:2
გოლები: 0:1 ვიეტო (12), 0:2 უჩე (17), 1:2 ჟონათასი (26), 2:2 ვ. როდრიგესი (35)
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი - დ. სუარესი, ლომბანი, პელეგრინი, სისმა - პაშალიჩი, ა. გონსალესი - გ. როდრიგესი (83. კორომინასი), ფაირი, ვ. როდრიგესი (78. ა. ნიგესი) - ჟონათასი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, გაბრიელი, რუისი, ხ. კოსტა - მ. გომესი, ტრიგეროსი (63. ჯონათან დოს სანტოსი), ბრუნო, ჩერიშევი - უჩე (75. ჯოვანი დოს სანტოსი), ვიეტო
გაფრთხილება: პაშალიჩი, ჟონათასი, პელეგრინი, სისმა - რუისი, ხ. კოსტა
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18-18 (8-5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 18 283

დეპორტივო-ბილბაო 1:0
გოლი: 1:0 კავალეირო (27)
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, ინსუა, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი, ხ. დომინგესი - ხ. როდრიგესი, ფარინია (36. კუენკა), კავალეირო (89. ვილკი) - ტოჩე (71. პოშტიგა)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, სან ხოსე, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე, მ. რიკო (67. ბენიატი) - სუსაეტა (46. ირაოლა), უ. ლოპესი (74. ვილიამსი), ი. გომესი - ვიგერა
გაფრთხილება: დომინგესი - ლოპესი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 7-6; კარში დარტყმა: 8-12 (4-4); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 16 200

მალაგა-ალმერია 1:2
გოლები: 0:1 ჰემედი (39), 1:1 სამუელი (73), 1:2 ჰემედი (78-პენ)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, მ. ტორესი (84. დუდა), ანტუნეში - დარდერი (57. რესკალდანი), რესიო - სამუელი, ხუანმი (57. ლუის ალბერტო), კასტილიეხო - ამრაბატი
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - მასედო, ველესი, ტრუხილიო, ხ. ნავარო - ვერსა, თომასი - ტიევი (88. კიკე), კორონა (91. აზეეზი), მენდესი (80. ჟონათანი) - ჰემედი
გაფრთხილება: როსალესი, რესკალდანი, ტორესი, კასტილიეხო - ჰემედი, ვერსა, ნავარო, მასედო, ხულიანი
გაძევება: მასედო (93)
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14-6 (6-4); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 19 500

4 იანვარი
ხეტაფე-ვალეკანო 1:2
გოლები: 1:0 ა. ვასკესი (3), 1:1 იოსაბედი (39), 1:2 ბაენა (59)
ხეტაფე (4-1-4-1): გუაიტა - ვალერა, ნალდო, ალექსისი, ესკუდერო (30. ლაგო) - ლასენი - იოდა (55. პედრო ლეონი), სამირი, სარაბია, დ. კასტრო (55. ხ. როდრიგესი) - ა. ვასკესი
რაიო ვალეკანო (3-5-1-1): ტონიო - ტიტო, ბა, ინსუა - კაკუტა, იოსაბედი, ბაენა, ტრაშორასი, ა. მორენო (64, აკინო) - ბუენო (67. ქუინი) - ლეო ბაპტიშტაო (80. მანუჩო)
გაფრთხილება: ვალერა, ესკუდერო, სარაბია, ლასენი - ინსუა, ტრაშორასი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 23-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-16 (4-7); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 6 500

ვალენსია-რეალი 2:1
გოლები: 0:1 რონალდო (14-პენ), 1:1 ბარაგანი (52), 2:1 ოტამენდი (65)
ვალენსია (3-4-1-2): დ. ალვეში - მუსტაფი, ოტამენდი, ორბანი - ბარაგანი (73. ფეგული), პარეხო, ე. პერესი, პიატი (23. გაია) - ანდრე გომეში - ნეგრედო (80. როდრიგო), პ. ალკასერი
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - ისკო, კროოსი, ჯ. როდრიგესი (71. ხედირა) - ბეილი (71. ხესე), ბენზემა (80. ხ. ერნანდესი), რონალდო
გაფრთხილება: გაია, პერესი, მუსტაფი, ალკასერი, პარეხო, ორბანი - რამოსი, ისკო, კარვახალი
კუთხური: 3-11; ჯარიმა: 24-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-19 (3-8); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 50 738

ესპანიოლი-ეიბარი 1:2
გოლები: 0:1 დელ მორალი (34), 0:2 პიოვაკარი (37), 1:2 კაისედო (80)
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - ხ. ლოპესი (46. მორილია), კოლოტო, ა. გონსალესი, ფუენტესი - არბილია, ვ. სანჩესი, კანიასი, მონტანიესი (84. მატიონი) - ს. გარსია, კაისედო
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ეკიზა, რ. ნავასი, ლილიო - ერასტი, დ. გარსია - კაპა, დელ მორალი (88. ლეკიჩი), საული (72. აბრაამი) - პიოვაკარი (85. ანხელი)
გაფრთხილება: არბილია - ეკიზა
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15-12 (6-6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 19 136

სოსიედადი-ბარსელონა 1:0
გოლი: 1:0 ალბა (2 ს.კ.)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ბერგარა, გრანერო - ჩაბი პრიეტო, კანალესი (94. ბერჩიჩე), გ. კასტრო (66. ფინბოგასონი) - ველა (90. პარდო)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - მონტოია, მასკერანო, მატიო (70. დ. ალვეში), ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ელ ჰადადი (46. მესი), ლ. სუარესი, პედრო (58. ნეიმარი)
გაფრთხილება: ველა, კ. მარტინესი, გრანერო, ფინბოგასონი, ბერგარა - მატიო, ალვეში, ალბა, ნეიმარი
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 21-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 6-17 (1-4); ბურთის ფლობა: 27%-73%.
მაყურებელი: 28 748

5 იანვარი
კორდობა-გრანადა 23:45

ბომბარდირები:
26 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - ნეიმარი (ბარსელონა); 10 - კარლოს ბაკა (სევილია); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუსიანო ვიეტო (ვილიარეალი).

მომდევნო ტური
9 იანვარი:
ლევანტე-დეპორტივო.

10 იანვარი:
რეალი-ესპანიოლი, მალაგა-ვილიარეალი, სელტა-ვალენსია, ეიბარი-ხეტაფე.

11 იანვარი:
ალმერია-სევილია, ბილბაო-ელჩე, გრანადა-რეალ სოსიედადი, ბარსელონა-ატლეტიკო.

12 იანვარი:
რაიო ვალეკანო-კორდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუის ენრიკე ის ხარ ჩვენ რომ ვიცით,თან პიტალო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული