შეგახსენებთ, რომ ბრუნო მარკეზინისთან დაშორების შემდეგ ნეიმარს რომანი სერბ მოდელთან, სარაი ვუჩელიჩთან ჰქონდა.
ახლა კი, ესპანური მედიის ცნობით, ბრაზილიელ ფორვარდს ახალი შეყვარებული ჰყავს, 26 წლის ელიზაბეტ მარტინესი, რომელიც ბარსელონაში იურისტად მუშაობს.
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, წყვილს ხშირად ხედავენ ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.