ლუის ენრიკე: მესი? არ ვაპირებ იმის თქმას, რაც გასახდელში ხდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიონელ მესისთან არსებულ უთანხმოებაზე საუბარი არ ისურვა.

"მესი? მე ყველა ფეხბურთელს ველაპარაკები. უკვე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რას ნიშნავს ჩვენთვის მესი. ვერ ვხედავ აზრს, ეს კვლავ გავიმეორო.

არ ვაპირებ იმის თქმას, რაც გასახდელში ხდება. არ აქვს მნიშვნელობა, კარგია ეს ინფორმაცია თუ ცუდი, მას არ ვადასტურებ.

ვცდილობ, ჩემი საქმე გავაკეთო. კლუბის პრეზიდენტთან კავშირი მუდმივად მაქვს და ულტიმატუმი არ წაუყენებია. "ელჩესთან" მოახლოებულ მატჩს ოპტიმიზმით ველოდებით. მოტივირებული ვარ და საკუთარ თავში დარწმუნებული.

ვიცი, "ბარსელონას" თამაშის რომელ კომპონენტებში აქვს მოსამატებელი.

სამწუხაროა, რომ სუბისარეტამ სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა. მან ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარა.

ჩემი კარიერა "ბარსელონაში" დამოკიდებული იქნება გუნდის შედეგებზე, ეს ლოგიკურია და ნორმალური. კლუბისა და ფეხბურთელებისგან მხარდაჭერას ვგრძნობ. ვაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას, როგორც ეს პირველ დღეს დავიწყე.

ჩემი პრიორიტეტი ტიტულების მოგებაა", - თქვა ენრიკემ.

მომზადებულია sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული