"ბარსელონას" პრეზიდენტი ლიონელ მესის ლუის ენრიკეს გუნდიდან გაშვებას დაპირდა

AutoSharing Option
ესპანური პრესის ინფორმაციით, "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ გუნდის არგენტინელ ვარსკლავ ლიონელ მესის დაპირდა, რომ მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ, რომელიც კვირას, 11 იანვარს, "კამპ ნოუზე" უნდა გაიმართოს, მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს თანამდებობიდან დაითხოვს.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Goal წერს, ასეთი პირობა ფეხბურთელს პრეზიდენტმა პირად საუბარში მისცა, თავად ლეოს კი, რომელსაც ენრიკესთან კონფლიქტი აქვს, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ფრანკ რაიკარდის ხილვა სურს.

თავის დროზე მესის დებიუტი კატალონიურ გრანდში სწორედ ამ ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელში - 2004 წელს შედგა.

შეგახენებთ, რომ მესისა და ლუის ენრიკეს შორის
კონფლიქტი სან სებასტიანში, ესპანეთის ჩემპიონატის XVII ტურის მატჩის შემდეგ გაღვივდა, რომელშიც "ბარსელონა" "რეალ სოსიედადთან" ანგარიშით 0:1 დამარცხდა. თამაშის მეორე დღეს მესიმ გუნდის ღია ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო, მიზეზად კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

ასევე იხილეთ:
რის გამო იჩხუბეს ლიონელ მესიმ და ლუის ენრიკემ
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფეხბურთელი არ უნდა წყვეტდეს ვინ ითამაშებს, მაგრამ როდესაც ჩემპიონობისთვის იბრძვი 2 სუპერვარსკვლავს თუ სკამზე დასვამ თამაში არ უნდა წააგო 13-14 ადგილზე მყოფ გუნდთან და თუ მაგის თავი არ გაქვს მაშინ ფეხბურთელების სხვა რამე უნდა ათამაშო.
0
მესიმ უთხრა რომ ის თუ დარჩება მე გამიშვითო (და არა ,,წავალო'') თუმცა აზრიც კითხეს ვინ გინდაო და რათქმაუდა იმას არ დანიშნავენ ვინც მესის უნდა.
მოდი აგერ!
00:21 11-01-2015
0

სიახლეები პოპულარული