ხოსეპ მარია ბარტომეუ: ტყუილია, "ბარსელონა" ახალ მწვრთნელს არ ეძებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ გუნდისთვის ახალ მთავარ მწვრთნელს არ ეძებს.

მანამდე გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ბარტომეუმ მხარდაჭერა აღუთქვა ლიონელ მესის, რომელსაც "ბარსელონას" ამჟამინდელ თავკაც ლუის ენრიკესთან კონფლიქტი აქვს. ესპანურმა გამოცემებმა ტელეარხ TV3-ზე დაყრდნობით დაწერეს, რომ პრეზიდენტი არგენტინელ ვარსკლავს გუნდიდან ლუის ენრიკეს გაშვებას დაპირდა...

იხილეთ: "ბარსელონას" პრეზიდენტი ლიონელ მესის ლუის ენრიკეს გუნდიდან გაშვებას დაპირდა

"სიახლეებს მას შემდეგ გავეცანი, რაც ნიუ იორკში ჩავფრინდი და ვაცხადებ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. მე მართლაც ვესაუბრე მესის, ნეიმარსა და ლუის ენრიკეს "ელჩესთან" შეხვედრის შემდეგ, მაგრამ ის,
რასაც TV3 ამტკიცებს, სიცრუეა", - თქვა ბარტომეუმ.

ასევე იხილეთ:
რის გამო იჩხუბეს ლიონელ მესიმ და ლუის ენრიკემ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული