ფერნანდო მორიენტესი ფეხბურთს უბრუნდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ვარსკვლავმა, 38 წლის ფერნანდო მორიენტესმა გადაწყვიტა, ფეხბურთის თამაში განაახლოს.

ფორვარდმა კარიერა 2010 წელს დაასრულა, ახლა კი თამაშს მადრიდულ კლუბ "სანტა ანაში" აპირებს. ეს გუნდი ესპანეთში რეგიონულ ლიგაში ითამაშებს.

ბოლოს მორიენტესი ფრანგულ "მარსელში" თამაშობდა, ხოლო 2012 წლიდან ის მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდში მწვრთნელთა შტაბში მოღვაწეობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული