ფერნანდო მორიენტესი: აზარი რონალდოს "რეალში" ვერ შეცვლის

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო მორიენტესმა მადრიდულ გუნდში ნახევრმცველ ედენ აზარის გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"რონალდოს ვერავინ ვერ შეცვლის. მისი დარი არავინ არ არის. აზარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ კრიშტიანოს შემცვლელი არ არის.

საქმე იმაშია, რომ აზარი ადაპტაციას მალე გაივლის, რადგან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. "რეალს" მოთამაშე სჭირდებოდა, რომელიც მის პოზიციაზე სიტუაციას შეცვლიდა", - ციტირებს მორიენტესს EFE.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად - ვეთანხმები მორიენტესს
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული