ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტურის წინ: წრე იხურება, ვინ იქნება პირველი?

AutoSharing Option
თუკი "რეალი" მადრიდულ დერბიში "ხეტაფეს" დაამარცხებს, პირველი წრის გამარჯვებულიც გახდება, თუმცა ეს სხვა შედეგის შემთხვევაშიც შეიძლება მოხდეს, რადგან "სამეფო კლუბს" რეზერვში "სევილიასთან" თამაში რჩება.

მდევარი "ბარსელონა" ლა კორუნიაში ჩადის "დეპორტივოსთან" სათამაშოდ. დღევანდელი "დეპორი" მე-16-ადგილოსანი, ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლი გუნდია, მაგრამ ეს წყვილი მაინც საამო ისტორიებს გვახსენებს...

მადრიდული გარჩევა
"ბარსელონამ", "სამეფო კლუბმა" და ქვეყნის ჩემპიონმა "ატლეტიკომ" ყველაზე გვიან მოიცალეს ლა ლიგისთვის, ბოლო ორი გუნდი ხუთშაბათ ღამით "სამეფო თასისთვის" იბრძოდა. ასე რომ, კარლო ანჩელოტის გუნდთან "ხეტაფეს" არცთუ პატარა უპირატესობა აქვს. "ხეტაფემ" 24 საათით ადრე
ითამაშა თასზე, თანაც "ალმერიას" ალვარო ვასკესის გოლის წყალობით 1:0 მოუგო და ორი მატჩის ჯამშიც იმარჯვა - 2:1.

მოკლედ, "ლოს ასულონესი" ამაღლებულ განწყობაზე ხვდება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონს. ეს კიკე სანჩეს ფლორესის პირველი გამარჯვებაა "ხეტაფეს" თავკაცის პოსტზე, მას მერე, რაც 5 იანვარს დაინიშნა კოსმინ კონტრას ნაცვლად. "ხეტაფეს" მეტოქე მეოთხედფინალურ სტადიაზე "ვილიარეალია", რომელთან ბრძოლაც შეიძლება.

აი, რამდენად შეუძლია ბრძოლა კიკეს გუნდს "რეალთან", კვირას გამოჩნდება.

კრიშტიანო რონალდომ ვერ მოითმინა და რიგით მესამე "ოქროს ბურთი" პუბლიკას ციურიხიდან ჩამოსვლის მეორე დღესვე, "რეალის" ღია ვარჯიშზე უჩვენა. თუმცა მაშინ კარლო ანჩელოტის გუნდი "ხეტაფეზე" სულაც არ ფიქრობდა, რადგან "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის ემზადებოდა.

სავარაუდოდ, "რეალი" I წრის ჩემპიონის სტატუსს მოიპოვებს, აი, რონალდო კი I წრის ბომბარდირი უკვე ნამდვილად არის, რადგან უახლოეს მდევარს (აქაც, როგორც "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში), ლიონელ მესის მთელი 10 გოლით უსწრებს. ისე, კარლო ანჩელოტის "რეალს" მადრიდული გუნდების სინდრომი აქვს (ეს უფრო "ატლეტიკოს" ეხება). ასე რომ, ვნახოთ ეს დერბიც.

სუპერტრიო დეპორის წინააღმდეგ
კვირასვე ლუის ენრიკეს გუნდი გალისიაში "დეპორტივოს" ესტუმრება და ჩემპიონობისთვის ბრძოლა თუ სურს, ქულები არ უნდა დაკარგოს. "დეპორტივო" დასვენებულია, თუმცა არც "ბარსას" დაადგა თასზე დიდი ჯაფა. თავის მხრივ, "დეპორტივოსთვისაც" თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. ვნახოთ, რას იზამს "ბარსას" სუპერტრიო (მესი, სუარესი, ნეიმარი) ლა კორუნიაში.

ნუნუ ყურადღების ცენტრში
"ვალენსია" "ალმერიას" მასპინძლობს - ლა ლიგაში ბოლო მატჩი "მესტალიაზე" "ღამურებისთვის" ტრიუმფული იყო, მათ "სამეფო კლუბს" რეკორდული 22-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტეს. ანჩელოტის გუნდი ესპანეთის რეკორდს კი შესწვდა, მაგრამ მსოფლიო რეკორდს - ვეღარ.

ამაში სწორედ ნუნუ ესპირიტუ სანტუს გუნდია დამნაშავე. ნუნუ ყურადღების ცენტრშია, ახალგაზრდა პორტუგალიელი სპეციალისტი ახლახან დეკემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, ხოლო თავად მან "ვალენსიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ნუნუთი კმაყოფილები არიან, ტოპ-5 ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ეს კი ცოტა არ არის.

თუმცა ნუნუ ძალიან იმედგაცრუებული ხვდება "ალმერიასთან" მატჩს - გუნდი ჯერ "სელტასთან" დამუხრუჭდა, შემდეგ კი "ღამურები" თასიდან "ესპანიოლმა" დაიფრინა. მხოლოდ ამის მერე აღიარა პორტუგალიელმა, რომ გულში ამ სეზონში ტიტულის მოპოვება ჰქონია ამოჭრილი.

სხვათა შორის, "ვალენსიაში" არიან ფეხბურთელები, რომლებიც ადრე სწორედ "ალმერიაში" თამაშობდნენ - მეკარე დიეგო ალვეში, ალვარო ნეგრედო, პაბლო პიატი... არგენტინელის თამაში შეუძლებელია, ის ტრავმირებულია. აი, ნეგრედოს და ალვეშს ხელს არაფერი უშლის.

ანდალუსიური დერბი
ტურს ძალიან საინტერესო ანდალუსიური დერბი ასრულებს - "სანჩეს პისხუანზე" პოტენციურად მესამეადგილოსანი "სევილია" "მალაგას" მასპინძლობს, რომელიც ჩემპიონატშიც და თასზეც ყოჩაღობს. ეს დერბი ისედაც საინტერესოდ მიმდინარეობს ხოლმე, ახლა კი ამას სატურნირო ინტრიგაც ემატება. რა თქმა უნდა, შინ უნაი ემერის "სევილია" მაინც აშკარა ფავორიტია.

ტურის სხვა თამაშებიდან "ელ მადრიგალის" დაპირისპირებასაც გამოვყოფთ - "ვილიარეალი" "ბილბაოს" მასპინძლობს, რომელიც ათეულს მიღმაა. ქვეყნის ჩემპიონი "ატლეტიკო" "გრანადას" მასპინძლობს...

ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტური
პარასკევი. 16 იანვარი
კორდობა-ეიბარი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დელგადო, ღილასი (?) - ხიმენესი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +2=6-10, (8-19)

შაბათი. 17 იანვარი
სოსიედადი-ვალეკანო 19:00
დისკვალიფიკაცია: ბერგარა, გრანერო - ინსუა
ტრავმა: რული (?), მარტინესი (?), ზალდუა, ზურუტუზა - კასტრო, კობენიო
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +9=5-11, (39-39)

ვალენსია-ალმერია 21:00
დისკვალიფიკაცია: გაია - მიჩელი, ნავარო
ტრავმა: პაიტი - კიკე, რუბენი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +6=2-3, (20-11)

ვილიარეალი-ბილბაო 23:00
დისკვალიფიკაცია: კოსტა (ვილ)
ტრავმა: მუსაჩიო, პერესი, იოკიჩი - ფერნანდესი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +13=8-7, (42-29)

ესპანიოლი-სელტა 01:00
დისკვალიფიკაცია: პლანასი, ლარივეი, კაბრალი (სელ)
ტრავმა: სევილია - ოუბინია, მალიო (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +12=9-11, (43-36)

კვირა. 18 იანვარი
ხეტაფე-რეალი 15:00
დისკვალიფიკაცია: კარვახალი (რეალ)
ტრავმა: დიავარა, გუაიტა, ლაფიტა - მარსელო (?), მოდრიჩი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +5=2-13, (20-41)

ატლეტიკო-გრანადა 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანსალდი - როჩინა, მარტინში, მურილიო, ხუან კარლოსი (?), პიტი (?), კორდობა, რიკი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +5=1-0, (11-1)

დეპორტივო-ბარსელონა 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლუკასი, პოშტიგა, ფარინია - ჩავი, ვერმალენი, მატიო (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +12=7-19, (51-68)

ელჩე-ლევანტე 00:00
დისკვალიფიკაცია: დიოპი (ლევ)
ტრავმა: ერერა, მოსკერა -
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +2=11-8, (20-29)

სევილია-მალაგა 00:00
დისკვალიფიკაცია: კრიხოვიაკი (სევ)
ტრავმა: ტრემულინა, კრისტოფორო, პარეხა (?), მბია - სანჩესი, ველიგტონი, ფერეირა, ჩენი, კამაჩო
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +9=7-12, (39-34)

ბომბარდირები: 26 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 16 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - ნეიმარი (ბარსელონა); 10 - კარლოს ბაკა (სევილია); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუსიანო ვიეტო (ვილიარეალი), გარეთ ბეილი (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული