"მანჩესტერ სიტის" ლიონელ მესის შესაძენად 730 მლნ დოლარის გადახდა შეუძლია

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ინგლისის ჩემპიონებს, არაბი შეიხების მხარდაჭერით, აქვთ იმის ფუფუნება, რომ "ბარსელონას" ვარსკლავი ლიონელ მესი შეიძინონ.

ჩილელი სპეციალისტის თქმით, კლუბი მზადაა, "ოქროს ბურთის" ოთხგზის გამარჯვებულში 480 მლნ ფუტნი სტერლინგი გადაიხადოს. ცნობისთვის, ეს თანხა 625 მლნ ევროს, ან 730 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტურია.

თუკი გარიგება შედგა, მოქმედი კონტრაქტის პირობების თანახმად, ამ თანხის დაახლოებით მესამედს კატალონიური გრანდი მიიღებს, დანარჩენი კი თავად ფეხბურთელის ხელფასისთვის იქნება გათვალისწინებული, რომელიც არსებული ხუთწლიანი ხელშეკრულებით, 200 მლნ ევროს შეადგენს.

ლიონელი
მესი "ბარსელონაში" 2003 წლიდან თამაშობს. კატალონიური კლუბის ფორვარდმა ექვსჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიოანტი, ხოლო ორჯერ - ქვეყნის თასი. ამასთან, მესიმ გუნდთან ერთად სამჯერ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება იზეიმა. შარშან მაისში მან კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააგრძელა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ar waxvide
giorgi
14:22 17-01-2015
0
ესენი სულ გამოქლიავდნენ,არ არიან ღირსი,დააყაჩაღონ?...
status quo
12:00 17-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული