საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა
მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ინგლისის ჩემპიონებს, არაბი შეიხების მხარდაჭერით, აქვთ იმის ფუფუნება, რომ "ბარსელონას" ვარსკლავი
ლიონელ მესი შეიძინონ.
ჩილელი სპეციალისტის თქმით, კლუბი მზადაა, "ოქროს ბურთის" ოთხგზის გამარჯვებულში 480 მლნ ფუტნი სტერლინგი გადაიხადოს. ცნობისთვის, ეს თანხა 625 მლნ ევროს, ან 730 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტურია.
თუკი გარიგება შედგა, მოქმედი კონტრაქტის პირობების თანახმად, ამ თანხის დაახლოებით მესამედს კატალონიური გრანდი მიიღებს, დანარჩენი კი თავად ფეხბურთელის ხელფასისთვის იქნება გათვალისწინებული, რომელიც არსებული ხუთწლიანი ხელშეკრულებით, 200 მლნ ევროს შეადგენს.
ლიონელი
მესი "ბარსელონაში" 2003 წლიდან თამაშობს. კატალონიური კლუბის ფორვარდმა ექვსჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიოანტი, ხოლო ორჯერ - ქვეყნის თასი. ამასთან, მესიმ გუნდთან ერთად სამჯერ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება იზეიმა. შარშან მაისში მან კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააგრძელა.