goal.com: "რეალი" მზადაა, ქარიმ ბენზემა "ლივერპულში" გაუშვას

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" მზადაა, გუნდის თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა "ლივერპულში" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას, - იტყობინება goal.com-ი.

თუმცა მადრიდელებს 27 წლის ფეხბურთელის გაშვება მხოლოდ ზაფხულში აქვთ დაგეგმილი, რომ მანამდე მისი შემცვლელი იპოვონ.

"სამეფო კლუბში" გადასვლის მთავარ კანდიდატად კი პსჟ-ის ფორვარდი ედინსონ კავანი სახელდება.

მიმდინარე სეზონში ბენზემამ ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე 21 მატჩი ჩაატარა, სადაც 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული