მართალია, I წრის შემდეგ წინ "რეალია", მაგრამ სხვაობა სულ ქულაა ("რეალს" ერთი მატჩი რეზერვში აქვს, მაგრამ "სევილიასთან" 3 ქულა გარანტირებული არაა). "ბარსელონა" აგრძელებს ასპარეზობას როგორც ჩემპიონთა თასზე, ისე კოპა დელ რეიზე.
ვის ვის და, სასაყვედურო "ბარსას" ახალწვეულ გოლკიპერ კლაუდიო ანდრეს ბრავოს არაფერი აქვს - 31 წლის ჩილელი ზაფხულში "რეალ სოსიედადიდან" გადავიდა "ბარსელონაში" და ისე ათამაშდა...
სამხრეთამერიკელმა გოლკიპერმა პირწმინდად მოუგო ბრძოლა გერმანელ კონკურენტ ტერ შტეგენს, რომელიც მასზე გაცილებით გარეკლამებული
და აი, I წრე დასრულდა და ბრავომ "ბარსელონას" 19-ვე თამაშში დაიცვა კატალონიური გუნდის კარი. შედეგს არ იკითხავთ? 19 მატჩში ჩილელმა სულ რაღაც 9 გოლი გაუშვა! მოკლედ, "ბარსამ" ვიქტორ ვალდესის ღირსეული შემცვლელი (თუ მეტი არა) იოლად იპოვა და ეს სიამოვნება სულ რაღაც 12 მილიონი ევრო დაუჯდა. მართლაც, ბრავო ბრავოს!
ბრავო საშუალოდ 0,473 გოლს უშვებს თამაშში. ეს არის ზამორას ტროფეის გამარჯვებულთა საუკეთესო შედეგი 1993/94 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ ფრანსისკო ლიანიოს შედეგი 0,47 გოლი იყო თამაშში.
მაშინ "დეპორტივოს" გოლკიპერმა ნახევარ სეზონში მხოლოდ 6 გოლი გაუშვა, სამით ნაკლები, ვიდრე ბრავომ. ზამორას ტროფეი სეზონის ბოლოს საუკეთესო გოლკიპერს ეძლევა.
პრინციპი მარტივია - საუკეთესოდ სახელდება ის მეკარე, რომელსაც საშუალოდ ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული სეზონში. I წრე უკეთესი შედეგით დაასრულა "ატლეტიკოს" მეკარე ხოსე მოლინამ 1995/96 წლების სეზონში, მაგრამ შემდეგ გაუუარესდა შედეგი.
ბოლოს "ბარსელონაში" ასეთი დონის შედეგი ანდონი სუბისარეტას ჰქონდა 1986/87 წლების სეზონში - მაშინ "ბარსას" აწ უკვე ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა 7 გოლი გაუშვა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მაშინ ლა ლიგაში 2-ით ნაკლები გუნდი თამაშობდა.
აქამდე "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო შედეგი (20-გუნდიან ეპოქაში) ვიქტორ ვალდესს ეკუთვნოდა - 2009/10 წლების სეზონში ვალდესმა I წრეში მხოლოდ 10 გოლი გაუშვა.
ბრავომ 19 ტურიდან 12-ში კარი "მშრალად" შეინახა. ასე რომ, მხოლოდ 7-მა გუნდმა შეძლო მისი კარის დალაშქვრა და მხოლოდ "რეალს" შეუძლია იამაყოს, რომ 2 ან მეტი გოლი გაუტანა ბრავოს. "სელტამ", "ალმერიამ", "სევილიამ", "ესპანიოლმა", "რეალ სოსიედადმა" და "ატლეტიკომ" თითო გოლი გაიტანეს ჩილელის კარში.
* * *
"ბარსელონას" 19 მატჩის შემდეგ 44 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს "ბარსელონას" ასპარეზობაზე I წრეში.* ლუის ენრიკემ I წრეში 22 ფეხბურთელი გამოიყენა. მინდვრის მოთამაშეთაგან ერთადერთს, ბელგიელ ვერმალენს არ უთამაშია და ტრავმის გამო ვერც ითამაშებდა. დანარჩენი ორი გამოუყენებელი კი მეკარეებია - ტერ შტეგენი და მასიპი.
* მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა 19-ვე ტურში: კლაუდიო ბრავომ და ლიონელ მესიმ. ჩილელმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო არგენტინელმა მარტო "რეალ სოსიედადთან" მატჩის პირველი ტაიმი გამოტოვა.
* "ბარსელონას" ლა ლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავს - 0.473 გაშვებული ბურთი თამაშში.
* "ბარსამ" 48 გოლი გაიტანა - 2,5 თამაშში, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. 24 გოლი "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მარჯვენა ფეხით გაიტანეს, 16 - ცაციით და 7 გოლი თავით. ერთადერთხელ "დეპორტივოს" ფეხბურთელმა დალაშქრა საკუთარი კარი და ეს ახლახან მოხდა.
* ლიონელ მესიმ 19 გოლი გაიტანა, ნეიმარმა - 12. "დეპორტივოსთან" მესიმ სეზონში მესამე ჰეთ-თრიკი შეასრულა - 30-ე მის საკლუბო კარიერაში. მესი ასევე ლიდერია საგოლე პასებში - მან თანაგუნდელებს 8-ჯერ გაუწია ასისტენტობა.
* "ბარსას" 11-მა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა. მესის და ნეიმარის შემდეგ 3-3 გოლი რაკიტიჩს და პედროს აქვთ გატანილი.
* "ბარსა" ისევ ლიდერია ლა ლიგაში პასებით - 13 029 პასი I წრეში (88% ზუსტი). მთავარი მეპასე უკვე სერხიო ბუსკეტსია - 1 336 პასი. მეტოქის ნახევარზე პასებით მესი ლიდერობს - 1 026 პასი.
* "ბარსა" ლა ლიგაში ყველაზე იშვიათად ჯარიმდება და იღებს ყვითელ ბარათებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"