ბარსელონა-ატლეტიკო 1:0 - მესის პენალტის მხოლოდ მოგერიება არ კმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 იანვარს ესპანეთში სამეფო თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

მთავარი დაპირისპირება "კამპ ნოუზე" შედგა, სადაც "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგო.

მატჩის ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე დანიშნული 11-მეტრიანის შედეგად გავიდა. ხუანფრანმა საკუთარ საჯარიმოში სერხიო ბუსკეტსზე იუხეშა. ლიონელ მესის დარტყმული მეკარე იან ობლაკმა კი მოიგერია, მაგრამ არგენტინელის დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 28 იანვარს, მადრიდში გაიმართება.

ამავე ანგარიშით მოუგო "ვილიარეალმა" "ხეტაფეს", გოლი ბრუნო სორიანომ გაიტანა. კიდევ ერთ მატჩში, "მალაგას" და "ბილბაოს" შორის, გოლი არ გასულა -
0:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული