ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტურის წინ: ომი ლიგის საგზურისთვის

AutoSharing Option
II წრის I ტური "რაღაცნაირია" - დედაქალაქის "რეალი" იმ ქალაქში ჩადის, რომელიც რომაელების პერიოდში ესპანეთის ცენტრი იყო, თუმცა ლა ლიგაში ეს "სამეფო კლუბის" პირველი ვიზიტია "კორდობასთან";

"ბარსელონა" ისეთ კლუბს ხვდება, რომელსაც ჯერ მისთვის გოლი არ გაუტანია;

მადრიდში მადრიდული დერბია, მაგრამ მეორეხარისხოვანი; ვალენსიური დერბიც ზუსტად ასეთია; ბასკური დერბი "რეალ სოსიედადსა" და "ეიბარს" შორის სულაც პირველად იმართება ლა ლიგის დონეზე.

აი, ყველაზე ნაღდი ჯახი "მესტალიაზეა", სადაც "ვალენსია" და "სევილია" ერთმანეთს სეზონის ბოლოსთვის მეოთხე ადგილზე დასამკვიდრებლად "დაჭამენ".

ვარსკვლავებთან მოთამაშე და "კორდობა"
მადრიდის "რეალმა" შუაკვირაში
ოფლი მხოლოდ საკუთარ ბაზაზე ღვარა, რადგან "სამეფო თასს", რომლის ამჟამინდელი მფლობელია, უკვე გამოეთიშა. ასე რომ, კორდობაში კრიშტიანო რონალდო და კომპანია დასვენებული ჩადის. ტურს კარლო ანჩელოტი ახალი ტიტულით ხვდება: იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2014 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად დაასახელა.

ინდივიდუალური ტიტულისთვის იბრძვის კრიშტიანოც, ის Laureus-ის წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებაზეა ნომინირებული. წინა წლის საუკეთესო სპორტსმენი ფორმულა 1-ის პილოტი სებასტიან ფეტელი გახდა, ხოლო რონალდო მე-5 ადგილზე გავიდა.

ეს ჯილდო ჯერ არასდროს მოუგია ფეხბურთელს. იმავე ცერემონიალზე მოხვედრა შეუძლია ჯეიმს (ხამეს) როდრიგესს, რომელიც წლის ყველაზე გაუმჯობესებული სპორტსმენის ტიტულს უმიზნებს და "რეალს" (როგორც საუკეთესო კლუბს). კოლუმბიელი შესანიშნავად თამაშობს - ამ სეზონში მან 10 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა. აქ ყველა ოფიციალურ ტურნირს ვგულისხმობთ. ამას ემატება კიდევ ერთი კარგი ამბავი - "რეალმა" ნორვეგიელი ვუნდერკინდი მარტინ ედეგორი გაიფორმა.

მოკლედ, "რეალი" ვარსკვლავებს ეთამაშება, რას ეთამაშება "კორდობა"? ანდალუსიური კლუბი იბრძვის გადარჩენისთვის და ბოლო დროს ამას საკმაოდ წარმატებულად აკეთებს. თუმცა "კორდობა" გასავარდნ ზონას სულ რაღაც 2 ქულით უსწრებს. მასპინძლების ყველაზე დიდი დანაკლისი დისკვალიფიცირებული კამპაბადალია, სტუმრების ტრავმირებული პეპე და მოდრიჩი. საეჭვოა ისკოს და ხამესის თამაშიც.

"ატლეტიკოს" მეორედ დამარცხების შემდეგ
"ბარსელონა" ვალენსიის მხარეში "ელჩეს" ეთამაშება. "ელჩე" მხოლოდ ქულით უსწრებს გავარდნის ზონას, გრანდთან ჭიდილის წინ კი მისი შანსი მინიმალური ჩანს. "ბარსელონამ" სათასო ბატალია ოთხშაბათს მოილია - ძალიან მძიმე ბრძოლაში მოუგო "ატლეტიკოს". მოკლედ, ლუის ენრიკეს გუნდმა კვირაზე ოდნავ დიდ შუალედში მეორედ დაამარცხა დიეგო სიმეონეს გუნდი, თუმცა მეორედ უკვე ძალზე არადამაჯერებლად და უახლოეს დღეებში კიდევ ერთი დაპირისპირება ელის - საპირისპირო "ვისენტე კალდერონზე".

ამ სათასო დაპირისპირების პირველი რაუნდი 0:0 მთავრდებოდა, "ატლეტიკოს" კარში პენალტი რომ არ დაენიშნათ, მართალია, ლეო მესის დარტყმული მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზეც არგენტინელმა იყოჩაღა. რომ არა ეს გოლი, ამ წყვილში ფავორიტად უკვე "ატლეტიკოს" გამოვაცხადებდით.

"ელჩესთან" თამაშში "ბარსას", რა თქმა უნდა, ვერ დაეხმარება თომარ ვერმალენი, საეჭვოა დუგლასის და ჩავის თამაშიც.

ნეგრედო ისევ არ იზეიმებს
კვირადღის პროგრამას ასრულებს შეხვედრა "მესტალიაზე", რომელიც ბევრის აზრით, შესაძლოა, გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში. "ვალენსია" უნაი ემერის "სევილიას" მასპინძლობს. ჯერჯერობით უნაი ემერის გუნდი წინაა, "სევილია" მეტოქეს ერთი ქულითაც უსწრებს და ერთი თამაშიც ნაკლები აქვს გამართული. თუმცა ბასკმა სპეციალისტმა ყველაზე უკეთ იცის, რა ჯოჯოხეთი ელის მის გუნდს "ღამურებთან" სტუმრობისას.

ალვარო ნეგრედომ წინა ტურში "ალმერიას" გაუტანა გამარჯვების გოლი, მაგრამ არ უზეიმია, რადგან "ალმერია" მისი ყოფილი გუნდია. ნეგრედო "სევილიაშიც" თამაშობდა და მან უკვე დაზუსტებით იცის, არც ახლა იზეიმებს, თუკი გოლს გაიტანს.

"არასოდეს არ უნდა დაივიწყო, საიდან მოდიხარ. მით უმეტეს, თუ ყოფილ გუნდში ნაყოფიერი დრო გაგიტარებია. ასე რომ, გოლს თუ გავიტან, არ ვიზეიმებ. ამ ორი გუნდის დაპირისპირება დიდებული სანახავია. ბოლო წლების ქიშპის კულმინაცია კი, რა თქმა უნდა, ევროპალიგის ფინალი იყო" - განაცხადა ნეგრედომ

ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტური
შაბათი. 24 იანვარი
კორდობა-რეალი 19:00
დისკვალიფიკაცია: კამპაბადალი (კორ)
ტრავმა: ლოპესი (?), დელგადო, კრესპო (?) - ისკო (?), პეპე, მოდრიჩი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (0-2)

ელჩე-ბარსელონა 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მოსკერა - ჩავი (?), პერეირა, მატიო (?), ვერმალენი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +0=1-4, (0-16)

ატლეტიკო-ვალეკანო 23:00
დისკვალიფიკაცია: გოდინი - ქუინი
ტრავმა: ანსალდი (?), ტიაგო (?) - ბაპტიშტაო (?), ბუენო (?), ტიტო
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +9=4-4, (30-17)

სოსიედადი-ეიბარი 01:00
დისკვალიფიკაცია: ნავასი, პიოვაკარი (ეიბ)
ტრავმა: მარტინესი (?), ბერგარა (?) -
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +3=3-1, (6-3)

ვილიარეალი-ლევანტე 01:00
დისკვალიფიკაცია: ჩერიშევი - ნავარო, სიმაო
ტრავმა: პერესი, იოკიჩი - ხუანფრანი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +12=3-4, (33-17)

კვირა. 25 იანვარი
დეპორტივო-გრანადა 15:00
დისკვალიფიკაცია: ნიომი (გრ)
ტრავმა: პოშტიგა, ფარინია (?), კავალეირო (?) - სილვესტრი (?), რიკო (?), კორდობა (?), რიკი (?), მარტინში (?), მურილიო, როჩინა (?), ექტორი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=1-2, (2-6)

ბილბაო-მალაგა 20:00
დისკვალიფიკაცია: მუნიაინი - რესიო
ტრავმა: ფერნანდესი - ჩენი, ფერეირა, კამაჩო, სანჩესი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +9=8-10, (35-35)

ესპანიოლი-ალმერია 22:00
დისკვალიფიკაცია: არბილია (ესპ)
ტრავმა: - რუბენი, კიკე
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +4=3-4, (14-12)

ვალენსია-სევილია 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიატი, ბარაგანი - კრისტოფორო, მბია
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +20=7-17, (57-49)

ორშაბათი. 26 იანვარი
ხეტაფე-სელტა 23:45
დისკვალიფიკაცია: ველასკესი - ფონტასი
ტრავმა: ვალერა (?), ლაფიტა, დიავარა, გუაიტა (?) - ოუბინია, მალიო, ლარივეი (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +3=2-4, (11-11)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები: 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - ნეიმარი (ბარსელონა); 11 - კარლოს ბაკა (სევილია); 9 - გარეთ ბეილი (რეალი); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუსიანო ვიეტო (ვილიარეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული