პეპე ერთი თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი მცველი პეპე ტრავმირებულია. "დიარიო ასის" ცნობით, პეპემ შესაძლოა, მთელი თვე გამოტოვოს ტრავმის გამო.

შეგახსენებთ, რომ პეპე "ატლეტიკოსთან" საპასუხო მერვედფინალურ მატჩში დაშავდა, რომელშიც "რეალმა" ვერ იყოჩაღა და "სამეფო თასის" გათამაშებას გამოეთიშა.

თავიდან ითქვა, რომ პეპეს ტრავმა არც ისე რთულად მოსარჩენია და მას ორი კვირა დასვენება ეყოფოდა, მაგრამ შემდეგ 31 წლის ფეხბურთელს კიდევ ერთი კუნთის დაჭიმვაც დაუდგინდა და სარეაბილიტაციო პერიოდი გაორმაგდა.

პეპე გამოტოვებს ხუთ ტურს, მათ შორის, ძალზე მნიშვნელოვან დაპირისპირებას "ატლეტიკოსთან", თუმცა მას აქვს შანსი, ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური
დუელისთვის მზად იყოს.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს "რეალი", ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "შალკეს" გელზენკირხენში ეწვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული