"რეალი" ტალანტებზე ნადირობას აგრძელებს - რიგში "მილანის" 16 წლის ვუნდერკინდია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ტალანტების მსოფლიოს მასშტაბით ძებნსა და მათ გადაბირებას აგრძელებს. ნორვეგიელი მარტინ ედეგორის თავის რიგებში მიღების შემდეგ, ესპანური გრანდის სამწვრთნელო შტაბმა ყურადღება "მილანის" თავდამსხმელ ჰაშიმ მასტურს მიაპყრო.

16 წლის ფეხბურთელი, რომელიც წარმომავლობით მაროკოელია, კარგა ხანია იტალიური კლუბის მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მიმდინარე სეზონში "მილანის" მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ის უკვე ხუთჯერ შეიყვანა გუნდის განაცხადში, თუმცა ნიჭიერი ფეხბურთელის დებიუტი "მილანის" ოფიციალურ შეხვედრაში აქამდე არ შემდგარა.

მასტური თავის თანატოლებში გამორჩეულია როგორც თავისი ფიზიკური მონაცემებით, ისე ტექნიკითა და კარგი დარტყმით. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შეძენა
უკვე სცადა "ბარსელონამ", თუმცა მაშინ მილანელებმა ფეხბურთელის გაშვებაზე კატეგორიული უარი თქვეს.

ასევე იხილეთ:
აბა, გამოიცანი - რომელია ამათგან ნეიმარი? [VIDEO]
მსოფლიოს ყველაზე დიდი ტალანტი ჰაშიმ მასტურია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც ძალიან ნიჭიერი ბავშვია,იმედია მილანი არ გაყიდის.
achi
23:28 24-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული