კრიშტიანო რონალდო "კორდობას" ფეხბურთელებს დაერია და წითელი მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩში მადრიდის "რეალმა" სტუმრად 2:1 მოუგო "კორდობას" ამ შეხვედრაში 82-ე წუთზე ინციდენტი მოხდა.

კრიშტიანო რონალდომ ჯერ "კორდობას" მცველ ედიმარს, რომელიც უბურთოდ იყო, ფეხი ამოარტყა, შემდეგ მეორე კორდობელს ხელი გაარტყა და ისე მოიშორა, მესამეს კი ხელი კრა... მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო.
იხილეთ ინციდენტის ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ რონალდომ "ტვიტერის" საშუალებით საჯაროდ მოიბოდიშა.

"ბოდიში ყველას ჩემი საქციელის გამო, განსაკუთრებით კი ედიმარს", - დაწერა მან.

სხვათა შორის, ინციდენტის შემდეგ ედიმარმა აღნიშნა, რომ რონალდოს კვლავ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.
იხილეთ მატჩის ვიდეო

Sportall.Ge

წესით, რონალდოს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია უნდა ემუქრებოდეს, მაგრამ მსაჯს ოქმში არ ჩაუწერია არასპორტული აგრესია, რასაც აშკარად ჰქონდა ადგილი - ერნანდეს ერნანდესმა აღნიშნა, რომ რონალდომ უბურთო ფეხბურთელს ჩაარტყა.

ასევე იხილეთ:
ლა ლიგა. XX ტური: ლეო მესიმ და ნეიმარმა ელჩეში გაილაღეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული