მადრიდის "რეალს" "ბილბაოს" მცველ ემერიკ ლაპორტაში 42 მლნ-ის გადახდა მოუწევს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბში ბილბაოს "ატლეტიკის" მცველით, ემერიკ ლაპორტით არიან დაინტერესებულნი. ამის შესახებ Marca იტყობინება.

მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ ამ ფეხბურთელს შეუძლია "რეალის" დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერება. რაც შეეხება ბასკურ კლუბს, "ატლეტიკში" უკვე იციან ესპანური გრანდის ინტერესის შესახებ, თუმცა მოლაპარაკებების დაწყებას არ ჩქარობენ.

როგორც ჩანს, "ატლეტიკი" არ აპირებს ლაპორტთან გამოთხოვებას, ყოველ შემთხვევაში, მისი პრეზიდენტი ხოსე ურუტია ყველას ახსენებს ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს, რომელიც 42 მლნ დოლარს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ლაპორტმა ესპანეთის ჩემპიონატის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული