გამოცემის წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელი ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს მომავალში "რეალის" მთავარ მწვრთნელად მოიაზრებს. ამჟამად კი პერესს სურს, რომ ზიდანი მუდმივად გვერდით ჰყავდეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ზიდანი ესპანური გრანდის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობდა; მანამდე კი, როდესაც გუნდს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, სპორტული დირექტორი იყო.